მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სინოფარმის“ და „სინოვაკის“ მილიონი დოზა საქართველოშია

სინოფარმის ავტორიზაცია
1625230813
COVID-19

COVID 19-ის საწინააღმდეგო „სონოფარმის“ ვაქცინის მილიონი დოზა საქართველოშია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ქვეყანამ „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინის ახალი დოზები მიიღო.

„დღეს ჩვენ ჩამოგვივიდა მილიონი დოზა ვაქცინა, ეს არის ჩინური ვაქცინები, რომელსაც ჩვენი მოსახლეობა იცნობს „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინები. მილიონი დოზა უკვე ადგილზეა და ორშაბათიდან მზად ვართ, დავიწყოთ მასობრივი ვაქცინაციის პროცესი“ - განაცხადა პრემიერმა.

ექსპერტების თქმით, ჩინური ვაქცინა არის ძალიან ეფექტური. ის ტრადიციული მეთოდით არის დამზადებული. რაც ყველაზე მთავარია და მნიშვნელოვანი, ეფექტურია არა მხოლოდ ინფიცირების თავიდან აცილების, არამედ მძიმე შემთხვევის და ჰოსპიტალიზაციის, ასევე გარდაცვალების თავიდან აცილების თვალსაზრისით.

ვაქცინის ეფექტიანობა, მრავალ ქვეყანაში ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, 78.1%-ია.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

შეგახსენებთ, ქვეყანაში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან.

3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „სინოფარმის“ ვაქცინას ავტორიზაცია 7 მაისს მიანიჭა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

👉 „ივლისში ერთდროულად 4 ვაქცინა გვექნება“

👉 „მილიონი დოზა ვაქცინა იქნება საფუძველი მასობრივი იმუნიზაციის დაწყების“

👉 საქართველო მილიონ დოზა ვაქცინას 2 კვირაში მიიღებს

👉 „სინოფარმის ვაქცინა ყველაზე ნაკლებად იწვევს გვერდით მოვლენებს“

👉 რამდენად ეფექტურია „სინოვაკის“ ვაქცინა?