მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„შესაძლოა აგვისტოდან სრულად ჩაანაცვლოს ინდურმა შტამმა ვუჰანური და ბრიტანული შტამები“ - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე
1625258345
COVID-19

შემიძლია ვთქვა, რომ 15-20% საქართველოში უკვე ინდური შტამი ცირკულირებს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

„27 დადასტურებული ინდური შტამის შემთხვევა არაფერს ნიშნავს და საგანგაშო არაა. დაახლოებით, შემიძლია ვთქვა, რომ 15-20% საქართველოში უკვე ინდური შტამი ცირკულირებს.

აბსოლუტურად რეალურია, რომ აგვისტოდან სრულად ჩაანაცვლოს ინდურმა შტამმა ვუჰანური და ბრიტანული შტამები. ასე მოხდა ბრიტანეთში.

სხვათა შორის, დღეს ევროპაში, სამწუხაროდ, მესამე ადგილზე ვართ 100 000 მოსახლეზე ერთკვირიანი ავადობის მაჩვენებლით, პირველ ადგილზე ევროპაში ბრიტანეთია, მერე მოდის კვიპროსი და მესამეზე ვართ სამწუხაროდ ჩვენ. აუცილებელია სიფრთხილე.

ბრიტანულისგანაც და დელტას შტამებისგან ყველაზე კარგად გვიცავს ისევ პირბადე, რომლის ტარებამაც სამწუხაროდ მოიკლო“ - განაცხადა პაატა იმნაძემ.

როგორც მან აღნიშნა, ნიღბის ტარება აუცილებელია.

„ნიღაბი გიკეთია ხარ დაცული, არ გიკეთია არ ხარ დაცული“ - აცხადებს პაატა იმნაძე.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

შეგახსენებთ, საქართველოში ინდური შტამი 27 მაისს დაფიქსირდა დაფიქსირდა.

ინფორმაციისთვის, მსოფლიო მასშტაბით კოვიდინფექციის რამდენიმე შტამია გავრცელებული. გავრცელებულ შტამებს შორის არის ბრიტანული, სამხრეთ აფრიკული, ბრაზილიური და ინდური შტამი.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განსაკუთრებით საშიში პათოგენების ჯგუფის ხელმძღვანელი რიჩარდ პიბოდი აცხადებს, რომ ვირუსს ცვალებადობა ახასიათებს და ეს გასაკვირი არ უნდა იყოს.

პიბოდის განცხადებით, COVID-19 აგრძელებს გავრცელებას და უფრო მეტი ახალი ვარიანტი გამოჩნდება. მათი უმრავლესობა უმნიშვნელო იქნება.

ინდურ შტამს უფრო სწრაფად შეუძლია დააზიანოს სამიზნე ორგანო.

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

რით განსხვავდება კორონავირუსის ინდური შტამი სხვა შტამებისგან? - თენგიზ ცერცვაძის განმარტება

„ინდური შტამის შემთხვევების მომატების რისკი არსებობს, მაგრამ ამისგან მტრის ხატი არ უნდა შევქმნათ“