მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თამარ გაბუნია: 888 პაციენტი არის სასტუმროებში, თავისუფალი ადგილები არის 300-მდე

ქვეყნის მასშტაბით საწოლფონდის მობილიზება მოხდება
1620119097
COVID-19

„დღეს, კლინიკებში დაახლოებით 4200 მეტი პაციენტი მკურნალობს, აქედან 811 არის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 149 რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზე,“ - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„დამატებით კიდევ მოხდება საწოლფონდის მობილიზება. ასევე კოვიდ სასტუმროები აგრძელებენ მუშაობას. 888 პაციენტი არის სასტუმროებში, თავისუფალი ადგილები არის 300-მდე.

დღეს დავიწყეთ „სინოფარმით“ ვაქცინაცია. ასევე გრძელდება 55 წლის ზემოთ პირების ვაქცინაცია ასტრაზენეკათი“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გაბუნიას თქმით, 6 მაისს ჩამოვა ასტრა-ზენეკას დამატებითი დოზები, რაც მოხმარდება აცრილი მოქალაქეების მეორედ აცრას.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 313 742 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 295 458 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 4 183 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 89 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 788 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 4209 პირი.

აგრეთვე წაიკითხეთ:👉

👉 ე.წ. მწვანე პასპორტების შემუშავებაზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს