მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ეპიდსიტუაცია არის ძალიან საყურადღებო, იმატა დადებითობის მაჩვენებელმა“ - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოაგილე კორონა ვირუსზე
1617701127
COVID-19

„897 შემთხვევა მაღალია ბოლო პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ სიტუაცია არის ძალიან საყურადღებო. ასევე, იმატა დადებითობის მაჩვენებელმა“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა. 

მან, ასევე, ისაუბრა პრემიერ-მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და აღნიშნა, რომ ის თვითიზოლაციაში გათვალისწინებულ მკურნალობას ჩაიტარებს.

როგორც მან განმარტა, პრემიერი ვაქცინაციის გეგმით გათვალისწინებულ ჯგუფებს არ მიეკუთვნება, ამიტომ მისი აცრის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა.

„პრემიერ-მინისტრი არ მიეკუთვნება არცერთ ჯგუფს, რომლისთვისაც არის განსაზღვრული პრიორიტეტული ვაქცინაცია და მხოლოდ საზოგადოებრივი პრომოციის მიზნებისთვის ვაქცინაციის ჩატარება ჩვენ მიზანშეწონილად არ ჩავთვალეთ. იყო ამგვარი ინიციატივები, თუმცა 100 ცნობილი სახეს აცრის შესახებ გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 897 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ინფიცირებულია პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც და ის თვითიზოლაციაში იმყოფება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„ვაქცინაცია ვერ არის ისეთი წარმატებული და რეალურად დავრჩით პირბადის ამარა“ - კულუმბეგოვი

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 1 214 ადამიანი აიცრა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 10 ადამიანი გარდაიცვალა