მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

463 თბილისი, 88 იმერეთი - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში

თბილისის ისტორიული უბანი
1617692188
COVID-19

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 24 592 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 536 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 056  PCR ტესტით.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 897 ახალი შემთხვევის განაწილება რეგიონების მიხედვით ასეთია:

  • თბილისი - 463
  • აჭარა - 83
  • იმერეთი - 88
  • ქვემო ქართლი - 41
  • შიდა ქართლი - 32
  • გურია - 31
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 96
  • კახეთი - 19
  • მცხეთა-მთიანეთი - 24
  • სამცხე-ჯავახეთი - 1
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 19

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 880, საიდანაც 1 892 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

მძიმე პაციენტია 357 პირი, რომელთაგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 62.

269 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, ხოლო 3 719 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

სულ 6 ოქტომბრიდან - 5 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 017 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 9 857 ადამიანი, ხოლო საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 191 პირი.

ინფორმაციისთვის, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 284 958-ს შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 275 220 და გარდაცვლილია 3 832 პაციენტი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

დიმიტრი ხუნდაძე „სინოფარმის“ შესახებ: საერთაშორისო აღიარების გარეშე, ის მოხმარებაში არ გავა

„წელსაც მოგვიწევს აღდგომა მოკრძალებულად აღვნიშნოთ“ - ტიკარაძე

ივანე ჩხაიძე: მტკიცება, რომ მესამე ტალღა დაწყებულია, არ შეიძლება