მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„12 წლის ზემოთ ასაკის პირებში ვაქცინაციის საკითხი მომდევნო კვირაში გადაწყდება“ - ამირან გამყრელიძე

„ეპიდსიტუაცია ნელი ტემპით უმჯობესდება“
1632491051
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიმდინარე წლის ბოლომდე ზრდასრული მოსახლეობის 60% უნდა იყოს აცრილი, რათა ახალი წლის აღნიშვნა შედარებით ნორმალურად მოხერხდეს.

„წლის ბოლომდე 60% უნდა იყოს აცრილი, რომ ეს ახალი წელი იყოს შედარებით უფრო ნორმალური ჩვენი მოსახლეობისთვის“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, 12 წლის ზემოთ ასაკის პირების ვაქცინაციის საკითხი, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გადაწყდება.

12 წლის ზემოთ მოზარდებზეა საუბარი, ვფიქრობ, მომავალ კვირაში უკვე უნდა იყოს იმუნიზაციის საბჭოს დასკვნა და იმის მიხედვით გადავწყვეტთ, ყველას შევთავაზებთ, თუ შევთავაზებთ გარკვეულ ჯგუფებს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „ალბათ, უნდა დაიწყოს კარდაკარ აცრა“ - ვასილ ხაჩიაშვილი

⭕ „ფაიზერის“ ვაქცინების გაფუჭების რისკი სრულად მოხსნილია“ - ტიკარაძე

⭕ რა შემთხვევაში უნდა აიცრან 12 წელს ზემოთ ბავშვები? - კულუმბეგოვის განმარტება