მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ალბათ, უნდა დაიწყოს კარდაკარ აცრა“ - ვასილ ხაჩიაშვილი

ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი
1632471527
COVID-19

„ალბათ უნდა დაიწყოს კარდაკარ აცრა, ვაქცინა მივიტანოთ ადამიანებთან, სახლში, კარებზე და ავცრათ“, - ამის შესახებ ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგმა ვასილ ხაჩიაშვილმა სატელევიზიო ეთერში, „ფაიზერის“ ვაქცინის უახლოეს პერიოდში ვადის გასვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ისრაელსაც ჰქონდა მსგავსი რისკი, რა დროსაც მათ „ფაიზერისგან“ მიიღეს პასუხი, რომ ვადის გასვლის შემდეგ ვაქცინის გამოყენება დაუშვებელია.

„ანალოგიური პრობლემა ისრაელსაც ჰქონდა და კითხვით მიმართა „ფაიზერს“, შესაძლებელი იყო თუ არა ვაქცინის ვადის გასვლის შემდეგ რაღაც პერიოდით მისი კვლავ გამოყენება. ცნობილია, რომ „ფაიზერისგან“ მოვიდა უარყოფითი პასუხი, რაც გულისხმობს, რომ ვადის გასვლის შემდეგ ვაქცინა უნდა განადგურდეს.

მაშინ კულუარულად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელს შეეძლო საქართველოსთვის საჩუქრად გადაეცა ვაქცინების რაღაც რაოდენობა და მე მენიშნა, რომ ეს შესაძლოა, ყოფილიყო ის დოზები, რომლებიც მალე უნდა განადგურებულიყო“, - აღნიშნა ვასილ ხაჩიაშვილმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „მოსახლეობამ ზურგი აქცია ვაქცინაციას და თავის თავს, ქვეყანას უწყობს საბოტაჟს“ - თენგიზ ცერცვაძე

⭕ რით მკურნალობენ კორონავირუსს? გერმანელი ექიმების რეკომენდაციები

⭕ კორონავირუსის პანდემია შეიძლება ერთ წელიწადში დასრულდეს - „მოდერნას“დირექტორი