მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თუ მოზრდილი მოსახლეობის 80% აიცრება, ინფიცირება 5-ჯერ, ხოლო სიკვდილიანობა 10-ჯერ შემცირდება“ - ბიძინა კულუმბეგოვი

ბიძინა კულუმბეგოვი
1633880007
COVID-19

ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის აღნიშნავს, რომ თუ ქვეყანაში მოზრდილი მოსახლეობის 80% იქნება ვაქცინირებული, ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა 5-ჯერ, ხოლო სიკვდილიანობა 10-ჯერ შემცირდება.

კულუმბეგოვი კორონავირუსთან საბრძოლველად ვაქცინაციას და რეგულაციების დაცვას ასახელებს.

„სანამ პანდემია მძვინვარებს საქართველოსა და მთელ მსოფლიოში, ჩვენ ქვეყანაში განსაკუთრებული სიმძაფრით, აუცილებელია ვაქცინასთან ერთად მუდმივად გვახსოვდეს დისტანცია და პირბადის ტარების მაჩვენებელი.

წარმატებული ვაქცინაციის შემთხვევაში, თუ ეს იქნება მოზრდილი მოსახლეობის 80%, გვაქვს შესაძლებლობა ყოველდღიური ახალი შემთხვევების რაოდენობა მინიმუმ ხუთჯერ, გარდაცვალებული ადამიანების რაოდენობა ათჯერ შევამციროთ.

ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რათა ჩვენ პანდემიის მართვის შესაძლებლობა და ბერკეტი ხელში გაგვიჩნდეს. სხვა გამოსავალი, მეტი რეცეპტი არც მსოფლიოს და არც ჩვენ ქვეყანას არ გააჩნია“,- განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ინფორმაციისათვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 2 490 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 25 ადამიანი, ხოლო 2 056 პირი გამოჯანმრთელდა.

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 634 053-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 600 524 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 9 246 პაციენტი ემსხვერპლა.

იხილეთ აგრეთვე:

📣„ყველა დამსაქმებელს მინდა, ვთხოვო - მოიკითხონ როგორია მათ დაწესებულებაში აცრის მაჩვენებელი“ - ამირან გამყრელიძე

📣„თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე მეხუთე ტალღის დასაწყისია“ - ივანე ჩხაიძე

📣„ფაიზერის“ სრულად ვაქცინაციიდან მისი ეფექტიანობა რამდენიმე თვეში მცირდება - კვლევა

📣რა გავლენას ახდენს კორონავირუსი ბავშვებსა და მოზარდებზე?