მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„უკვე ინფიცირებულებსაც აქვთ საშუალება მიტინგზე ბოლო ხმამდე იკივლონ“ - ზაზა წერეთელი

ნორვეგიის ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველი
1634290315
COVID-19

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი აღნიშნავს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგოდ დაწესებული რეგულაციები საქართველოში მკვეთრად ირღვევა, ასევე, დაბალია ვაქცინაციის მაჩვენებელიც.

მისი თქმით, ქვეყანაში აცრას სერიოზულად არ უყურებენ და არც ნერვიულობენ ამაზე.

„საქართველომ დაამარცხა კოვიდი, არც კი აინტერესებს ეს ვირუსი და უკვე დაინფიცირებულებსაც აქვთ საშუალება თავისუფლად იარონ და ის კი არა და მიტინგზეც ბოლო ხმამდე იკივლონ, რომ რაც შეიძლება მეტი ვირუსი გაავრცელონ ირგვლივ... მაინც არაფერია საშიში, კოვიდი არ არის საქართველოში. ჰოდა, რა მინდოდა მეთქვა, ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გუშინ გამოაქვეყნა მეტად საინტერესო რეპორტი, რომლიდანაც ორ გრაფიკს შემოგთავაზებთ, ისე რომ გაერთოთ.

პირველ გრაფიკზე მოყვანილია სიკვდილიანობის მაჩვენებელი, ვაქცინაციის სტატუსის და ვაქცინის მწარმოებლის მიხედვით. ვისაც დანახვა სურს და ლოგიკური აზროვნების უნარიც აქვს დაინახავს, რომ არავაქცინირებულების სიკვდილიანობა 11 ჯერ უფრო მაღალია.


მეორე გრაფიკზე კი ნაჩვენებია სიკვდილიანობა ასაკისა და აცრის სტატუსის მიხედვით და ისევ ყველაფერი კარგად ჩანს.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, საქართველოში კოვიდი დამარცხებულია, ვაქცინაცია ჰკიდიათ და არაფერია სანერვიულო...აი ამერიკამ იკითხოს!“, - განაცხადა ზაზა წერეთელმა.

იხილეთ აგრეთვე:

✅„ბავშვებში ინფიცირებამ იმატა“ - დავით რეხვიაშვილი

✅ევროპის წამლის სააგენტომ „მოდერნას“ ვაქცინის მესამე დოზის გამოყენებას მხარი დაუჭირა

✅როგორ შევარჩიოთ პირბადე, რომელსაც ყოველ დღე ვატარებთ?