მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვაქცინას პანდემიის დამარცხებაში დიდი  როლი აქვს - ეკატერინე ტიკარაძე

ვაქცინას პანდემიის დამარცხებაში დიდი  როლი აქვს
1632484139
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, თუ ვაქცინაციის ტემპმა არ მოიმატა, ქვეყანა სერიოზული გამოწვევის წინაშე დადგება.

ამასთან, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ვაქცინას პანდემიის დამარცხებაში დიდი როლი აქვს და ნომერ პირველი საკითხია ყველასთვის.

„ქვეყნის მასშტაბით ეპიდსიტუაცია საერთო ჭრილში დამაკმაყოფილებელია. ვაქცინაციის მხრივ კი სამწუხაროდ ვერ ვხედავთ ჯერჯერობით იმ საჭირო აქტივობას, რასაც ეპიდსიტუაცია მოითხოვს. მნიშვნელოვანია ინფორმაციის სწორი გაცვლა სამინისტროსა და მედიის წარმომადგენლებს შორის. უნდა მოხდეს მოსახლეობის სწორი დარწმუნება იმაში, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინა მათი ჯანმრთელობისთვის და რამდენად დიდია ვაქცინის როლი პანდემიის დამარცხებაში“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 ყველაზე ეფექტური „მოდერნას“ ვაქცინა აღმოჩნდა

👉 „ალბათ, უნდა დაიწყოს კარდაკარ აცრა“

👉 რა შემთხვევაში უნდა აიცრან 12 წელს ზემოთ ბავშვები?