მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვაქცინაზე უსაფრთხო და ეფექტური საშუალება კაცობრიობას ჯერ არ შეუქმნია“ - სერგეენკო

საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი
1615886993
COVID-19

უმრავლესობის წევრმა დავით სერგეენკომ საქართველოში კოვიდვაქცინაციის დაწყების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ კარგი იქნება, თუ ამ საკითხთან დაკავშირებით მხოლოდ დარგის სპეციალისტების მოსაზრებას მოვისმენთ. 

როგორც სერგეენკომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, რთულად მოსაძებნია სხვა ისეთი ინდუსტრია, რომელიც ასეთი დეტალური დაკვირვების და მონიტორინგის საგანია და მეორეს მხრივ, ვაქცინაცია თავისი მნიშვნელობით გასცდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს და ძალიან დიდი პოლიტიკური შემადგენელი შეიძინა.

„გუშინ საქართველოში დაიწყო პანდემიასთან ბრძოლის ახალი, პრინციპულად განსხვავებული ეტაპი - ვაქცინაცია კოვიდინფექციის წინააღმდეგ. თუკი აქამდე პანდემიასთან ბრძოლისთვის არსებობდა მხოლოდ მობილობის შემცირების, დისტანცირების, ნიღაბის, ხელების დამუშავების ინსტრუმენტები ამას დაემატა უმძლავრესი ინსტრუმენტი ვაქცინაცია და შეგახსენებთ, რომ ბოლო 200 წელზე მეტი ხნის განმავლობაში კაცობრიობას არ შეუქმნია უფრო ეფექტური ტექნოლოგია ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლაში, ვიდრე ეს არის ვაქცინაცია.

გამომდინარე პანდემიიდან და საკითხის მნიშვნელობიდან, ვაქცინაცია დღეს ყველაზე უფრო სპეციფიკური სფერო გახდა. ერთის მხრივ, რთულად მოსაძებნია სხვა ისეთი ინდუსტრია, რომელიც ასეთი დეტალური დაკვირვების და მონიტორინგის საგანია და მეორეს მხრივ, ვაქცინაცია თავისი მნიშვნელობით, თავისი შემადგენელით გასცდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს და ძალიან დიდი პოლიტიკური შემადგენელი შეიძინა“, - აღნიშნა სერგეენკომ.

დავით სერგეენკოს ინფორმაციით, მსოფლიო მასშტაბით 20 მლნ-ზე მეტი აცრილი ადამიანიდან 11 მლნ მხოლოდ გაერთიანებულ სამეფოშია.

„ეს ფაქტორები აუცილებლად არის გასათვალისწინებელი. პირველი - ჩემი უმორჩილესი თხოვნა და მოწოდება იქნებოდა, რომ ამ ინფორმაციის შესახებ მოვუსმინოთ მხოლოდ დარგის პროფესიონალებს. მსოფლიოში დღეს რამდენიმე სახეობის ვაქცინა გამოიყენება და საქართველომ თავისი მოქალაქეებისათვის დააწესა ხარისხის მაღალი თამასა. დღეს მსოფლიოში 20 მლნ-ზე მეტი ადამიანია აცრილი და აქედან 11 მლნ მხოლოდ გაერთიანებულ სამეფოში.

იმედი მაქვს, რომ უახლოესი პერიოდში ჩვენ უფრო ფართო მასშტაბით მოვიცავთ ვაქცინაციას, მთლიანად იმისათვის, რომ მოსახლეობაში შეიქმნას კოლექტიური იმუნიტეტი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში დამატებით გამოჩნდება პირდაპირი ზემოქმედების მედიკამენტი, როგორც სხვა ეპიდემიის შემთხვევებში იყო. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორე ჩემი მოწოდება, რომ ვაქცინაციაზე უსაფრთხო და ეფექტური საშუალება ინფექციური დაავადებების პრევენციისათვის კაცობრიობას ჯერ არ შეუქმნია“, - აცხადებს დავით სერგეენკო.

ინფორმაციისთვის, 15 მარტს საქართველოში კოვიდვაქცინაცია დაიწყო. 13 მარტს ქვეყანამ „კოვაქს“ პლატფორმის საშუალებით ასტრაზენეკას 43200 დოზა ვაქცინა მიიღო. ვაქცინაციის ამ ეტაპზე ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები იცრებიან.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ვაქცინაციიდან 2 თვის განმავლობაში ალკოჰოლის მიღება არ შეიძლება“ - მარინა ენდელაძე