მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვაქცინირებული პირები ევროკავშირის ქვეყნებში უპრობლემოდ მოგზაურობას შეძლებენ

ტურიზმი
1621506691
COVID-19

ევროკავშირი შეთანხმდა, რომ ტურისტებისთვის საზღვრებს გახსნის. ის ვიზიტორები, რომლებიც იქნებიან სრულად ვაქცინირებულები, ან იმ ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც მიიჩნევა კოვიდ უსაფრთხო ადგილად, შეძლებენ უპრობლემოდ გადაადგილდნენ საზღვარზე.

The New York Times-ის ინფორმაციით, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ელჩებმა მოიწონეს გეგმა. ეს ხელს შეუწყობს ზაფხულში ტურისტული სექტორის განვითარებასა და ვიზიტორების თავისუფლად გადაადგილებას.

ეს ნაბიჯი განიხილებოდა როგორც ეკონომიკური აუცილებლობა ტურიზმზე დამოკიდებული ქვეყნებისთვის, როგორებიცაა საბერძნეთი და ესპანეთი.

ევროკავშირის სხვა ქვეყნებს, რომლებიც ნაკლებად არიან დამოკიდებულნი ტურიზმის გზით შემოსავლების მიღებაზე, განსაკუთრებით ჩრდილოეთ ევროპაში, დიდი სურვილი ჰქონდათ შეენარჩუნებინათ უფრო მაღალი შეზღუდვები არავაქცინირებული სტუმრებისთვის, რათა არ მომხდარიყო პანდემიის გავრცელება.

თუმცა ისინი დათანხმდნენ აღნიშნულ გეგმას, რადგან მიმდინარეობს საზოგადოების ფართომასშტაბიანი ვაქცინაცია, რაც შესაძლებლობას აძლევს ქვეყნებს შეცვალონ მკაცრი რეგულაციები. ისინი პირობას იტოვებენ, თუკი შემთხვევები კვლავ გაიზრდება, შეცვალონ მიღებული გადაწყვეტილება.

„ახალი წესები ოფიციალურ პოლიტიკად უნდა იქცეს. რაც დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მზად არის თითოეული ქვეყანა ტურისტების მისაღებად“, - წერს გამოცემა.

ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე განაცხადა, რომ ისინი მოხსნიან ტესტირებისა და საკარანტინო მოთხოვნებს ვაქცინირებული ვიზიტორებისთვის. მაგრამ ქვეყნების უმეტესობა ამ ცვლილებებს უფრო ნელა და კონსერვატიულად განახორციელებს.