მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვაქცინის მესამე დოზა არა ფუფუნება, არამედ მოწყვლადი პირებისთვის უსაფრთხოების შენარჩუნების გზაა“ - ჰანს კლუგე

„ვაქცინის მესამე დოზა არა ფუფუნება, არამედ მოწყვლადი პირებისთვის უსაფრთხოების შენარჩუნების გზაა“
1630337693
COVID-19

„ვაქცინის მესამე დოზა არა ფუფუნება, არამედ მოწყვლადი პირებისთვის უსაფრთხოების შენარჩუნების გზაა“ - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლუგემ განაცხადა.

ჯანმომ განაცხადა, რომ მონაცემები არ მიუთითებს ამ ეტაპზე გამაძლიერებელი დოზის საჭიროებაზე.

„ვაქცინის მესამე დოზა არ არის ფუფუნება, ეს არის ძირითადად გზა დაუცველი ადამიანების უსაფრთხოებისთვის“, - აღნიშნა კლუგემ.

მისი თქმით, შემაშფოთებელია ბოლო ორი კვირის განმავლობაში კორონავირუსის გავრცელების ზრდა ევროპაში.

„ჩვენ ცოტა ფრთხილად უნდა ვიყოთ გამაძლიერებელი დოზის მიმართ, რადგან ჯერ არ არის საკმარისი მტკიცებულება. თუმცა სულ უფრო მეტი კვლევა აჩვენებს, რომ მესამე დოზა მოწყვლადი ადამიანების უსაფრთხოების შენარჩუნებას უწყობს ხელს და ამას აკეთებს სულ უფრო მეტი და მეტი ქვეყანა ჩვენს რეგიონში“, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა.

კლუგემ მოუწოდა ევროპის ქვეყნებს, რომლებსაც ზედმეტი ვაქცინები აქვთ, გაუზიარონ სხვა ქვეყნებს, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპისა და აფრიკის ქვეყნებს.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „ისრაელში 60 წელს ზემოთ ასაკის მქონე ადამიანებს კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზით აცრიან“

👉 რამდენად ეფექტიანია „ფაიზერის“ და „ასტრაზენეკას“ ორი დოზა „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ?

👉 საჭირო იქნება თუ არა ვაქცინის გამაძლიერებელი დოზები?