COVID-19

„ისრაელში 60 წელს ზემოთ ასაკის მქონე ადამიანებს კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზით აცრიან“ - ზაზა წერეთელი

ზაზა წერეთელი
1627585235
დაკოპირებულია

ისრაელი მალე დაიწყებს მესამე, გამაძლიერებელი (ბუსტერ) Covid-19 დოზის გაკეთებას 60 წელზე მეტი ასაკის პაციენტებისთვის, რომლებიც უკვე აცრილნი არიან, - ამის შესახებ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი საკუთარ Facebook-ის გვერდზე წერს.

„როგორც გახსოვთ ისრაელი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო რომელმაც „ფაიზერის“ ვაქცინის გამოყენება დაიწყო და ეს გარკვეულწილად დაეხმარა სხვა ქვეყნებსაც უფრო მეტი ინფორმაცია მიეღოთ ამ ვაქცინის ირგვლივ
სულ რაღაც 2 საათის წინ ისრაელის წამყვანმა პროვაიდერმა განაცხადა, რომ ქვეყანა მალე დაიწყებს მესამე, გამაძლიერებელი (ბუსტერ) Covid-19 დოზის გაკეთებას 60 წელზე მეტი ასაკის პაციენტებისთვის, რომლებიც უკვე აცრილნი არიან.

განცხადება გაკეთდა პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტის ეროვნული სატელევიზიო პრესკონფერენციის წინ, რომელიც სავარაუდოდ გამოაცხადებს საყოველთაო ბუსტერ დოზის დაწყების. ეს გახდის ისრაელს პირველ ქვეყნებს შორის, რომელმაც წამოიწყო ფართო კამპანია, რომელიც თავის ვაქცინირებულ მოქალაქეებს მესამე დოზას შესთავაზებს.

Associated Press იუწყება, რომ ამ წლის დასაწყისში ისრაელმა ჩაატარა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული და წარმატებული ვაქცინაციის კამპანია. ქვეყნის 9.3 მილიონი მოქალაქის 57%-ზე მეტმა მიიღო Pfizer/BioNTech ვაქცინის ორი დოზა, ხოლო 40-ზე მეტი მოსახლეობის 80%-ზე მეტია აცრილი“, - წერს ზაზა წერეთელი.

მისი თქმით, ვაქცინაციის პროგრამამ ისრაელს საშუალება მისცა სხვა ქვეყნებამდე გაეხსნა ეკონომიკა. მაგრამ არსებობს ნიშნები, რომ ვაქცინის ეფექტურობა დროთა განმავლობაში გარკვეულად კლებულობს და ისრაელმა ნახა ინფექციის შემთხვევები ვაქცინირებულ ადამიანებშიც კი.

„60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანები, რომლებიც აცრილნი იყვნენ ექვს თვეზე მეტი ხნის წინ, მიიღებენ გამაძლიერებელ ბუსტერ დოზას, ასე გადაწყვიტეს ისრაელში.

გუშინ ისრაელმა გამოაქვეყნა კვლევის წინასწარი შედეგები (რომელიც ჯერ არ ყოფილა განხილული)რომლის მიხედვითაც Pfizer-ისა და BioNTech-ის მიერ შემუშავებული Covid-19 ვაქცინის ეფექტურობა 96%-დან 84%-მდე შემცირდა ექვსი თვის შემდეგ.

Stat News იტყობინება, რომ Pfizer– ის მიმდინარე კვლევა 44 000-ზე მეტ ადამიანზე ჩატარდა, ვაქცინის ეფექტურობა Covid-19 ინფექციის პროფილაქტიკაში, თუნდაც ისეთი შემთხვევებისა რომელიც მცირე სიმპტომებსაც კი იწვევს, როგორც ჩანს, შემცირდა საშუალოდ 6%–ით ყოველ ორ თვეში მიღების შემდეგ.

Pfizer-ის კვლევამ, რომელშიც მოხალისეები ჩაირიცხნენ ევროპასა და ამერიკაში, არ განიხილა თუ არა ვაქცინა ნაკლებად ეფექტური დელტას ვარიანტის წინააღმდეგ.

აქვე დავსძენ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ამ თვის დასაწყისში თქვა, რომ არ არის ნათელი, იქნება თუ არა Covid-19 გამაძლიერებელი ვაქცინები სასარგებლო ვირუსისგან დაცვის შესანარჩუნებლად, მაგრამ რომ ის მონიტორინგს უწევს ახალ მონაცემებს“, - წერს ზაზა წერეთელი.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 რამდენად ეფექტიანია „ფაიზერის“ და „ასტრაზენეკას“ ორი დოზა „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ?

👉 საჭირო იქნება თუ არა ვაქცინის გამაძლიერებელი დოზები?

👉 „ინფორმაცია მათთვის, ვინც ფიქრობს, რომ შეზღუდვები და ვაქცინაცია ვერ მუშაობს“

👉 შეიძლება თუ არა დაავადებების დროს ვაქცინაციის ჩატარება?

ფოთისა და ხობის
მიტროპოლიტი გრიგოლი

„ეს არის დანაშაული სახელმწიფოებრიობის წი...

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა მოსმენებსა და აღნიშნულ ჩანაწერებს სახელმწიფოებრიობის წინაშე დანაშაული უწოდა.

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ, 10-მდე სასულიერო პირი სამონაზვნო და სასულიერო დასიდან სრულად განკვეთა, - ამის შესახებ მან წირვის შემდეგ, ქადაგების დროს, მრევლს განუცხადა.

1632046182

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ეგრეთ წოდებული კრებსების თემაზე ისაუბრა.

1632042978

ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული ირაკლი ბებუას ოჯახის წევრები და ახლობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ.

1632041313

„ქართული ოცნების“ დედაქალაქის საკრებულოს ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ტყემალაძემ ვაჟა-ფშაველას მეშვიდე კვარტალის და ჭავჭავაძის გამზირის მოსახლეობასთან მორიგი წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას პარტია ავრცელებს.

1632040609
ციციშვილის სახელობის
ბავშვთა ახალი კლინიკის
სამედიცინო დირექტორმა,
მაია ჩხაიძემ სატელევიზიო
ეთერში  ბავშვებში გაზრდილ
ინფიცირებაზე ისაუბრა.

კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლები იკლებს...

„კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლები იკლებს“, - ამის შესახებ ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ განაცხადა.

1632039410
ავღანეთში აფეთქებას 7 ადამიანი ემსხვერპლ...

ავღანეთის აღმოსავლეთ ქალაქ ჯალალაბადში აფეთქებას 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ aljazeera იუწყება.

„წინა ხელისუფლების დროს არა მარტო უთვალთ...

ქუთაის-გაენათის მიტროპოლიტის მეუფე იოანე გამრეკელის განცხადებით, ფარული ჩანაწერების გავრცელება ეკლესიისა და მთავრობის დაპირისპირებას ისახავდა მიზნად.

NCDC განცხადებას ავრცელებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ვაქცინაციისკენ მოწოდების შესახებ ბანერებზე ოპოზიციის საწინააღმდეგო პლაკატის განთავსებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.