მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ველოდებით, რომ „სინოფარმის“ ვაქცინა ჯანმო-ს ავტორიზაციას აპრილის შუა რიცხვებში მიიღებს“ - თამარ გაბუნია

თამარ გაბუნია
1617435299
COVID-19

„კვლევები, რომელიც ვაქცინის თაობაზეა ჩატარებული, ძალიან კარგ შედეგებს უჩვენებს და ჩვენი მოლოდინია, რომ აპრილის შუა რიცხვებისთვის ვაქცინა მიიღებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას გადაუდებელი გამოყენებისთვის“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა. 

მისი თქმით, „სინოფარმის“ ვაქცინას ათეულობით ქვეყანა უკვე იყენებს და 40 მლნ-ზე მეტი ადამიანია აცრილი.

როგორც მან განმარტა, ჩინური ვაქცინის შენახვას განსაკუთრებული პირობები არ სჭირდება.

„ვაქცინა ინახება +2 და + 8 გრადუსამდე ტემპერატურულ რეჟიმში, რაც არის რუტინული რეჟიმი იმუნიზაციის პროგრამისთვის და ვაქცინაცია აპრილის მეორე ნახევრიდან, ვფიქრობთ, უკვე იქნება ხელმისაწვდომი ყველა იმ იმუნიზაციის ცენტრში, რომელიც დღეის მდგომარეობით ჩართულია პროგრამაში.

ეს ვაქცინაც, ასევე, შეუერთდება ჩვენი იმუნიზაციის პროგრამის ფარგლებში გამოყენებული სხვა ვაქცინების სიას, რაც მოგვცემს ვაქცინაციის გეგმით განსაზღვრული სამიზნეების მიღწევის საშუალებას“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში Sinopharm-ის ჩინური ვაქცინის 100 000 დოზა ჩამოვიდა.

ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო. ვაქცინაციის პროცესი ამ ეტაპზე „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინით მიმდინარეობს.