მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვისაც არ სჯერა, ვეპატიჟები ჩვენს რეანიმაციაში შემოვლაზე“ - გრიგოლ ხურციძე ეპიდვითარებაზე

ჯანდაცვის ჯგუფის კლინიკური დირექტორი გრიგოლ ხურციძე Pia.ge
1630166367
COVID-19

„ანტივაქსერებს კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ არაკომპეტენტური ინფორმაციის გავრცელების და პროპაგანდის მაგივრად გამოიჩინონ საზოგადო პასუხისმგებლობა, შემოგვიერთდნენ მოხალისეებად თავისნაირი იდეური და პრინციპული ანტივაქსერების რეანიმაციებში დამხმარე მოხალისეებად“, - ამის შესახებ „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ კლინიკური დირექტორი გრიგოლ ხურციძე სოციალურ ქსელში წერს.

ხურციძის თქმით, კოვიდის ვაქცინები, როგორც ახალი, ისე ძველი ტექნოლოგიებით დამზადებული, წინასწარი კვლევებით, თეორიული ანალიზით და პრაქტიკული ექსპერიმენტებით, არ იწვევენ ADE (ანტისხეულებით განპირობებული დაავადების გაძლიერების) რეაქციას.

ამასთან, ხურციძე ანტივაქსერებს მიმართავს და ამბობს, რატომ უნდა ღირდეს მათი არჩევანის თავისუფლება, სხვისი ჯანმრთელობის ფასი.

„კოვიდის ვაქცინები, როგორც ახალი, ისე ძველი ტექნოლოგიებით დამზადებული, წინასწარი კვლევებით, თეორიული ანალიზით და პრაქტიკული ექსპერიმენტებით არ იწვევენ ADE (ანტისხეულებით განპირობებულ დაავადების გაძლიერების) რეაქციას.

✔️ დღემდე არცერთი შემთხვევა არაა აღწერილი მილიარდი დოზის და ახალი ვარიანტის გამოჩენის მერე. ამას უყურებს WHO, ევროპის წამლის სააგენტო, ამერიკისა და ევროპის ინფექციური დაავადებების საზოგადოებები სხვა ქვეყნების მარეგულირებელ ორგანოებს თავი რომ დავანებოთ

✔️ სანამ ანტივაქსერები ამ თეორიულ საკითხს ეჭიდებიან, ვიმეორებ თეორიულს, რომელიც იყო გათვალისწინებული, გამოცდილი და დღემდე დაკვირვებაშია, დაღუპული ადამიანების 99% აუცრელია. ვისაც არ სჯერა, ვეპატიჟები ჩვენი რეანიმაციების შემოვლებზე

✔️ აუცრელები იყენებენ დღეს ჰოსპიტალური რესურსის 99%-ს და შესაბამისად, ვინც აიცრა და აქვს სხვა პრობლემა (გულ-სისხლძარღვთა, ქირურგიული, ა.შ) უკავებენ ადგილს, სამედიცინო პერსონალსა და მკურნალობას. ეს ხალხი იღუპება და პასუხისმგებლობა უნდა აიღონ არავაქცინირებულებმა მაშინ

✔️ ანტივაქსერებს კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ: არაკომპეტენტური ინფორმაციის გავრცელების და პროპაგანდის მაგივრად გამოიჩინონ საზოგადო პასუხისმგებლობა და მაშინ შემოგვიერთდნენ მოხალისეებად თავისნაირი იდეური და პრინციპული ანტივაქსერების რეანიმაციებში დამხმარე მოხალისეებად

წინა მოწოდებაზე ერთიც არ გამომხმაურებიხართ, აი, არც ერთი! სამედიცინო პერსონალმა აქეთ ვიომოთ და იქიდან თქვენ თეორიული ჰიპოთეზების ქადაგებით სეირს უყურებდეთ, უკვე აღარ გამოვა. პირდაპირ გეკითხებით, როცა დადგება არჩევანი და უკვე ძალიან ახლოსაა, როგორ განვასხვაო და პირველი ვინ დავსვა ხელოვნურის სუნთქვის აპარატზე: ა) ადამიანი რომელმაც არ გამოიყენა ვაქცინა და მისი 99%-იანი შანსი არ მოხვედრილიყო კოვიდით რეანიმაციაში, თუ ბ) აცრილი რომელიც მწვავე გულის უკმარისობით არის შემოსული და აპარატი მისთვის აღარ მაქვს.

თქვენი არჩევანის თავისუფლება, სხვისი ჯანმრთელობის ფასი რატომ უნდა ღირდეს?

P.S აქ კაკუნს და თეორიულ წიაღსვლებს ნუ შემომთავაზებთ, გელით ხალათით, ნიღბით, ხელთათმანებით და დაღლილი სამედიცინო პერსონალით ისევ თქვენივე რწმენის და კრიტიკულად მძიმედ დაავადებული ადამიანების რეანიმაციებში დასახმარებლად,“ - წერს გრიგოლ ხურციძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 „იმ დღეს, 15 ექსპერტის გონება ეჭვიან შიშს რომ გაეყინა, ათეული მილიონობით ადამიანი დღეს მკვდარი იქნებოდა“ - გურული

🔴 ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 26 734 ადამიანი აიცრა