არჩევნები 2020

თეა წულუკიანი ოპოზიციას: თუ აპირებ პოლიტიკაში დიდ ხანს ყოფნას, დამარცხებაც უნდა ისწავლო

თეა წულუკიანი პოსტ ტივიზე
23:30 შაბ. 21 ნოემბერი
დაკოპირებულია

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრი თეა წულუკიანი საპარლამენტო არჩევნებსა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა. 

ამასთან, თეა წულუკიანმა ოპოზიციაზე ისაუბრა. წულუკიანის განცხადებით, ოპოზიციამ საკუთარ თავს დიდი მოლოდინი შეუქმნა.

მისივე თქმით, მათ რეალობის აღქმა უჭირთ.

„რეალობის აღქმა გაუჭირდათ, რადგან საკუთარ თავს დიდი მოლოდინები შეუქმნეს. სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ ვუბრუნდები წარსულს, როდესაც ჩვენი კანდიდატი მერის არჩევნებში მონაწილეობდა 2010 წლის მაისში, ჩვენ ძალიან პატარა პარტია ვიყავით. პარტია რისი პარტიაა თუ არ სჯერა რომ გაიმარჯვებს, მაგრამ თუ არ ხარ მომწიფებული გიჭირს დაიჯერო, რომ დამარცხდი.

თუ აპირებ პოლიტიკაში დიდ ხანს ყოფნას, დამარცხებაც უნდა ისწავლო. მე ჩემს თავზე ვიტყვი, სხვებს რომ არ ეწყინოთ. 48%, რომ დავინახე ეს არ იყო ჩემი მოლოდინი. „ქართული ოცნების“ ერთი წარმომადგენლის მოლოდინზე ვსაუბრობ. სხვა რა გზა არსებობს დემოკრატიაში გარდა იმისა, რომ ე.ი. რაღაცა დააკელი, რაღაცები შეგვეშალა და ასე შემდეგ. ელემენტარული დემოკრატიული პროცესია. ზოგიერთ ოლქში მოლოდინები გამართლდა, მივიღეთ 55% და ცოტა მეტი მხარდაჭერა. ზოგან არ გამართლდა. თუ ნორმალური პარტია ხარ, ამის ანალიზი უნდა შეგეძლოს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა სატელევიზიო ეთერში.

ინფორმაციისთვის, საპარლამენტო არჩევნების II ტური 21 ნოემბერს გაიმართა. ოპოზიციურმა სპექტრმა არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადა. ცესკოში ხმის მიცემა 20:00 საათზე დასრულდა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 20:00 საათის მდგომარეობით საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლების აქტივობამ 26.29% შეადგინა.

ფოთის სასამართლო

დღეს დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულების...

სასამართლო აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხზე იმსჯელებს. პროცესი 11:00 სა...
14 წუთის წინ
ინფორმაციას კომპანია „თელასის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს. 💡 Ე...
00:35
„კინოკლუბის წევრებს ექნებათ შესაძლებლობა ონლაინ დაესწრონ ქართული ფილმების ჩვენებებს, გაეცნონ კინოსია...
00:11
ასლან ბჟანიამ, ოკუპირებული ტერიტორიის პრეზიდენტმა არსებული შეზღუდვები გააფართოვა. „დღემდე არ მუშაობ...
23:32 კვი. 29 ნოემბერი
როგორც ტელეკომპანია „იმედს“ ლევან რატიანმა განუცხადა, კლინიკაში შეყვანისას 85 წლის მსახიობის მდგომარ...
22:56 კვი. 29 ნოემბერი
ელექტროენერგიის მიწოდება

თბილისის უბნები, სადაც 30 ნოემბერს ელექტროენე...

ინფორმაციას კომპანია „თელასის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს. 💡 Ე...
22:38 კვი. 29 ნოემბერი
20:11 კვი. 29 ნოემბერი
ზურაბ ჯაფარიძე: არსებობს რაღაცები, რაც შ...
როგორც პარტიის ლიდერმა განაცხადა, ამის გარანტია უნდა არსებობდეს, მაგრამ ხელისუფლ...
19:48 კვი. 29 ნოემბერი
თავდასხმა „ავერსის“ აფთიაქზე
გავრცელებული ინფორმაციით, აფთიაქში ორი არასრულწლოვანი შევიდა, რომლებიც ფსიქოტროპ...
19:10 კვი. 29 ნოემბერი
„ერთადერთი რისი გაკეთებაც და რაზე შეთანხ...
„ჩვენ უნდა მივიღოთ ობიექტურ რეალობად ის მოცემულობა, რომ შევა ოპოზიცია პარლამენტშ...