მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

დღეს ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართება

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე

დღეს საქალაქო სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 11 საათზე გაიმართება.

სასამართლო მელიას მიმართ შეფარდებულ აღმკვეთ ღონისძიებას, პატიმრობას განიხილავს. სხდომაზე ბრალდებულის დასწრების გადაწყვეტილება უკვე მიიღო მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა.

ინფორმაციისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.

ნიკა მელია პარტიის ოფისში სპეცრაზმის გამოყენებით 23 თებერვალს დააკავეს.

იხილეთ აგრეთვე:

✔️„მოსამართლეს რჩება ერთი რამ - დარჩეს კანონის სივრცეში და გაათავისუფლოს ნიკა მელია“ - ადვოკატი

✔️ნიკა მელია: შესაძლებლობა რომ მომეცეს ციხიდან გამოვიქცეოდი

✔️„გამოსასყიდი თანხა 1 ლარიც რომ მქონდეს გადასახდელი, არ გადავიხდი“ - ნიკა მელია