მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მოსამართლეს რჩება ერთი რამ - დარჩეს კანონის სივრცეში და გაათავისუფლოს ნიკა მელია“ - ადვოკატი

ნიკა მელიას ადვოკატი

„მოსამართლეს რჩება ერთი რამ - დარჩეს სამართლისა და კანონის სივრცეში, გაათავისუფლოს მელია, ან შეასრულოს კვლავ პოლიტიკური დაკვეთა და აბსოლუტურად უკანონოდ გაუგრძელოს პოლიტიკური პატიმრობა“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა საქალაქო სასამართლოში სასამართლო პროცესის დაწყების წინ განაცხადა. 

ადვოკატის თქმით, დაცვის მხარის პოზიციაა, რომ მელიას მიმართ გაუქმდეს ნებისმიერი სახის აღკვეთის ღონისძიება, რადგან მიმალვისა და ახალი დანაშაულის არანაირი რისკი არ არსებობს.

მისივე თქმით, პროკურატურის პოზიციიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ პატიმრობა არ არის უალტერნატივო.

„პროკურატურის საჯარო პოზიცია კანონის ენაზე შემდეგს ნიშნავს, რომ პროკურატურა თვითონ აღიარებს, რომ პოლიტიკური პატიმრობა, რომელიც შეფარდებული აქვს მელიას, არ არის უალტერნატივო აღკვეთის ღონისძიება. მათივე განმარტებით გირაოს ქვეშაც შესაძლებელია უზრუნველყოფილი იყოს აღკვეთის ღონისძიების მიზნები.

ჩვენი პოზიციაა, რომ ნიკა მელიას მიმართ უნდა გაუქმდეს აღკვეთის ნებისმიერი სახის ღონისძიება, არ არსებობს რისკი არ მისი მიმალვის, არც ახალი დანაშაულის ჩადენის. მელიას დაკავება და პატიმრობა იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და შესაბამისად, სასამართლო როდესაც იმსჯელებს პატიმრობის განგრძობადობის საკითხზე, კანონის იმპერატიული მოთხოვნიდან და პროკურატურის პოზიციიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ პატიმრობა არ არის უალტერნატივო.

ამ შემთხვევაში მოსამართლე ვალდებული იქნება ნიკა მელიას შეუცვალოს ან გაუუქმოს აღკვეთის ღონისძიება, რაც გამოიწვევს მის მყისიერად გათავისუფლებას საპატიმრო დაწესებულებიდან. ეს არის ორჯერ ორი ოთხი ნებისმიერი იურისტისთვის. მოსამართლე ვალდებულია გადასინჯოს ორ თვეში ერთხელ აღკვეთის ღონისძიების განგრძნობადობის საკითხი, ეს იქნება დღევანდელ სასამართლო პროცესზე თუ მომავალ სასამართლო პროცესზე, ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, ჩვენი პოზიცია იქნება, რომ მელიას მიმართ გაუქმდეს ნებისმიერი სახის აღკვეთის ღონისძიება.

მოსამართლეს რჩება ერთი რამ - დარჩეს სამართლისა და კანონის სივრცეში, გაათავისუფლოს მელია, ან შეასრულოს კვლავ პოლიტიკური დაკვეთა და აბსოლუტურად უკანონოდ გაუგრძელოს პოლიტიკური პატიმრობა“, - აღნიშნა ადვოკატმა „მთავარის“ ეთერში.

ინფორმაციისთვის, ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში 23 თებერვალს დააკავეს.

მას გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისის საპროტესტო აქციის დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გადაყვანილია რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

უფლებადამცველები საჩივრით ბრალდებულ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდნენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატების საჩივარი სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო.

ამის შემდეგ, პროკურატურამ განაცხადა, რომ მზადაა, გირაოს პირობების შესრულების შემთხვევაში ნიკა მელიასთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე სასამართლოს მიმართოს, რაზედაც, მელიამ უარი განაცხადა.

ამავე თემაზე:

✔️ „აუცილებელია გამოსავლის პოვნა“ - სტოლტენბერგი ნიკა მელიას დაკავებაზე

✔️ ნიკა მელია: შესაძლებლობა რომ მომეცეს ციხიდან გამოვიქცეოდი