მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიორგი კონდახიშვილი: ნიკა მელიას მოწოდებაა „ბრძოლა ბოლომდე“

ნიკა მელიას ადვოკატი

ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი მოინახულა და აღნიშნა, რომ ნიკა არის ამაღლებულ განწყობაზე, თავს გრძნობს მხნედ.

„ჩვენ ვისაუბრეთ იმ უპრეცედენტო გამოხმაურებაზე მსოფლიო ლიდერების მხრიდან, რომელიც ახლდა „ქართული ოცნების“ ქმედებებს. გავიარეთ ყველა ის გამოხმაურება როგორც აშშ-ს კონგრესის, ევროპარლამენტარების მიერ გაკეთებული განცხადება, ასევე ვისაუბრეთ ჩვენს სამომავლო სამართლებრივ სტრატეგიაზე, რომელიც უნდა განვახორციელოთ საქმეზე.

ჩვენი სამომავლო ნაბიჯები არის ის, რომ ეს ბრძოლა დამთავრდება უპირობო გამარჯვებით.

მისი მოწოდებაა „ბრძოლა ბოლომდე“ და ეს ბრძოლა დამთავრდება გამარჯვებით“- განაცხადა ნიკა მელიას ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში 23 თებერვალს დააკავეს.

მას გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისის საპროტესტო აქციის დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გადაყვანილია რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

იხილეთ აგრეთვე:

✔️ნიკა მელიას მხარდასაჭერად ოპოზიცია ავტომობილებით მსვლელობას მართავს

✔️ნინო ლომჯარია: ნიკა მელიას ერთადერთი მოთხოვნაა საკანში ტელევიზორი ჰქონდეს

✔️„მას არც ოჯახისთვის და მშობლებისთვის არ ეცალა, თავი ჰქონდა გადადებული“- ანზორ მელია