მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მამა გიორგი მამალაძე არის კრიმინალი, შემოწირულობები ადრესატამდე არ მიდიოდა“ - სოსო გოგაშვილი

სოსო გოგაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ სოსო გოგაშვილმა TV პირველის ეთერში მამა გიორგი მამალაძეზე და მასთან დაკავშირებულ საქმიანობებზე ისაუბრა.

მისი თქმით, მამალაძე კრიმინალია და ის თანამზრახველებთან ერთად არაკეთილსინდისიერად ითვისებდა ეკლესიისათვის შემოწირულ თანხებს.

„მამა გიორგი მამალაძე არის კრიმინალი. მამალაძეს და მის თანამზრახველებს საპატრიარქოში გაუჩნდათ საფრთხე გავლენის დაკარგვის, მათ ჰქონდათ ფინანსებთან წვდომა. აქ საუბარია შემოწირულობებზე, რომლებიც ადრესატამდე არ მიდიოდა.

მათ ჰქონდათ არხები, საიდანაც შოულობდნენ ფულს, ერთ-ერთი არხი იყო შემდეგი:

მათ მიჰქონდათ პატრიარქის ნდობით აღჭურვილ პირებთან ეს შემოწირულობები, მაგრამ ის ადამიანი, ვისაც მიჰქონდა, ხომ რა დაიწყებდა გადამოწმებას. ხშირ შემთხვევაში ოხანაშვილს მიჰქონდა თანხა ადრესატამდე.

ამის პრევენცია შეეძლოთ იმ ადამიანებს, რომლებიც იქ იყვნენ, ესენია ქორეპისკოპოსები და სხვა ადამიანები.

როდესაც მაგალითად, მახათას მთაზე ეკლესიის მშენებლობისთვის შეიძლებოდა, რომელიმე ბიზნესმენს თანხა შეეწირა, იქ ამის კონტროლი შეეძლო იმ ჯგუფს, რომელიც ადგილზე იყო. მაგრამ ამ ჯგუფის ჩამოშორება თუ მოხდებოდა შესაბამისად, კონტროლი აღარ არის და შეგიძლია მაგალითად 100 ათასიდან 50 ათასი დაიტოვო. ისინი არ დაიწყებდნენ ამის გადამოწმებას პატრიარქთან, მაგრამ ამის პრევენცია შეეძლოთ გაეკეთებინათ ჭინჭარაულს, ქორეპისკოპოსს, ბოტკოველს და შორენა თეთრუაშვილსაც.

ერთხელ სცადეს მათ ბიუჯეტის თანხების მიტაცებაც. როდესაც დაიწვა სამების ახალგაზრდული ცენტრი, დაიწვა თუ დაწვეს, ამაზე თავს ვერ დავდებ, მაშინ გააკეთეს. მამალაძე, დაცვის სამსახური და არც თუ ისე კარგი რეპუტაციის სასულიერო პირები იყვნენ ჩართულნი. მათ გააკეთეს ხარჯთაღრიცხვა და 3 600 000 მოითხოვეს ბიუჯეტიდან დახმარების სახით, რადგან ახალგაზრდული ცენტრი აღდგენილიყო, ჩვენ გამოვითხოვეთ იქ ჩასატარებელი სამუშაოს კვლევა. ჩვენ თვითონ ვაწარმოეთ. აღმოჩნდა, რომ რეაბილიტაციისთვის მილიონ ლარამდეც არ იყო საჭირო.

ეს თანხა მიდიოდა მათი ახლობლის კომპანიაში, საიდანაც 1 მილიონს დახარჯავდნენ, ხოლო დანარჩენი თვითონ უნდა დარჩენოდათ სოსო ოხანაშვილს და გიორგი მამალაძეს. ეს ინფორმაცია მივაწოდეთ საპატრიარქოს, რომ იგეგმებოდა ამ ტიპის გარიგება“,- განაცხადა სუს-ის უფროსის ყოფილმა მოადგილემ სოსო გოგაშვილმა.

იხილეთ აგრეთვე:

„ციანიდს მოაყრიდნენ საჭმელზე, რომელიც შორენას უნდა შეეტენა პატრიარქისთვის“ - გოგაშვილის ვერსია ციანიდის საქმეზე