პოლიტიკა

„ციანიდს მოაყრიდნენ საჭმელზე, რომელიც შორენას უნდა შეეტანა პატრიარქისთვის“ - გოგაშვილის ვერსია ციანიდის საქმეზე

ქართული ოცნების ყოფილი
წევრი
1613242168
დაკოპირებულია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ სოსო გოგაშვილმა TV პირველის ეთერში მამა გიორგის მამალაძეზე და ციანიდის საქმეზე ისაუბრა.

გოგაშვილის აზრით დეკანოზი მამალაძე მარტო არ მოქმედებდა, ის ფიქრობს რომ სხვა ადამიანებთანაც უნდა დაისვას კითხვები.

„ჩაიტანდნენ ციანიდს გერმანიაში, მოაყრიდნენ საჭმელზე, რომელიც შორენას უნდა შეეტენა პატრიარქისთვის. ეს ხდებოდა ბერლინში, „ჰელიოსის კლინიკაში“.

შეტანის მომენტში მას ეცემოდნენ ხელებში. კამერების თანდასწრებით – კლინიკა აღჭურვილია კამერებით და თვითონაც ტელეფონები ჩართული ექნებოდათ. ეტყოდნენ, - რას აკეთებ, რა მიგაქვს. ის ეტყოდა, რომ საკვები შემაქვს პატრიარქთან. ესენი ეტყოდნენ, რომ რაღაც საეჭვოა, ატყდებოდა პანიკა, დაიდგმებოდა სცენები.

ციანიდიან საკვებს შორენას დაუჭერდნენ ხელში, გამოიძახებდნენ “ჰელიოსის” დაცვას. მოვიდოდა ბერლინის პოლიცია. არა საქართველოში, არა რუსეთში, არამედ საზღვარგარეთ, ევროპულ ქვეყანაში დააკავებდნენ შორენა თეთრუაშვილს პატრიარქის მკვლელობის მცდელობისთვის. ის წავიდოდა ციხეში. ისინი გახდებოდნენ გმირები, რომლებმაც პატრიარქი დაიცვეს და ამ სახელით დაბრუნდებოდნენ საქართველოში.

შორენა თეთრუაშვილის ჩამოცილების მცდელობა ჯგუფს ადრეც ჰქონდა. პატრიარქის დაცვის უფროსი, სოსო ოხანაშვილი ჩემთან მოვიდა და პატრიარქის მდივან-რეფერანტის, შორენა თეთრუაშვილის დაპატიმრება მომთხოვა, ტერორიზმის ბრალდებით.“ - აცხადებს გოგაშვილი

გოგაშვილის თქმით, საპატრიარქოს ბალანსზე არსებულ ბინაში ცხოვრობდა ორი პირი, ეთნიკურად ქართველები, ლაზები, თურქეთის მოქალაქეები, რომლებსაც თურქეთის სახელმწიფო ტერორიზმის ბრალდებით ეძებდა. თუმცა შორენა თეთრუაშვილისთვის და საპატრიარქოსთვის ეს ცნობილი არ იყო. ამიტომაც მასზე გამოძიება არ დაწყებულა.

იხილეთ აგრეთვე:

„მამა გიორგი მამალაძე არის კრიმინალი; შემოწირულობები ადრესატამდე არ მიდიოდა“ - სოსო გოგაშვილი

PIA.GE-ს დღიური

სააკაშვილის მიმართვა, გარდაცვლილი პატიმრ...

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი იმ მღვდელმთავრებს მიმართავს, რომლებმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელი მოაწერეს.

1634323933

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ყველამ, არ აქვს მნიშვნელობა, მმართველი პარტია იქნება თუ სხვა პოლიტიკური პარტიები, ჩვენს ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა უნდა დავაყენოთ ქვეყნის, საზოგადოების და ხალხის ინტერესები“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დღეს „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

1634323883

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დედაქალაქის მერობის ერთ-ერთი კანდიდატის, გიორგი გახარიას ამომრჩეველი ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“ არასდროს მისცემს.

1634323251

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

1634323058
თბილისის მერი კახა კალაძე
Pia.ge 2021

კახა კალაძე: მეორე ტურში კიდევ უფრო მეტი შემა...

თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, არჩევნების მეორე ტური დემოკრატიული პროცესის ნაწილია, რაშიც ტრაგედიას ვერ ხედავს. კახა კალაძემ საკუთარ მხარდამჭერებს და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ყველა პირს მოქალაქეობრივი ვალის მოხდისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „თბილისი...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მადრიდში მიმდინარე წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, იუნესკოს პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, საკუთარი სტენდითაა წარმოდგენილი.

დავით ზალკალიანი სლოვენიელ კოლეგას შეხვდ...

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სლოვენიელ კოლეგას ანჟე ლოგარს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.

ნიკოლოზ ყიფშიძეს მიხეილ სააკაშვილთან საპ...

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმს ნიკოლოზ ყიფშიძეს საპატიმროში სააკაშვილთან შესვლის ნებართვა მისცეს. ინფორმაციას „მთავარი“ ავრცელებს.