მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-ში Johnson & Johnson-ის პრეპარატით ვაქცინაცია განახლდა

ჯონსონის ვაქცინა

აშშ-ის წამლების რეგულირების სააგენტომ Johnson & Johnson-ის პრეპარატით კოვიდვაქცინაციაზე დაწესებული 11-დღიანი პაუზა გააუქმა. ამის შესახებ BBC იუწყება.

ვაქცინაცია დროებით შეჩერდა, ვინაიდან სპეციალისტები აცრის შემდეგ თრომბების გაჩენის საფრთხეს სწავლობდნენ. შესაბამისი გაფრთხილება ამ კომპანიის ვაქცინებზე იქნება მითითებული.

Johnson & Johnson-ის ვაქცინით აცრების განახლებას, ასევე, მხარი დაუჭირა აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა და ევროპის წამლების მარეგულირებელმა ორგანომაც.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ Johnson & Johnson-ის 10 მილიონი ვაქცინა ნიდერლანდებიდან აშშ-ში გაიგზავნება.

ვაქცინაციის დროებით შეჩერება მას შემდეგ გადაწყდა, რაც 8 მილიონი აცრის შემდეგ 15 ადამიანს იშვიათი თრომბები დაუდგინდა. სამი ადამიანი გარდაიცვალა.

Johnson & Johnson-ის ვაქცინა სხვა კომპანიების პრეპარატისგან იმით არის განსხვავებული, რომ პაციენტს ვაქცინის მხოლოდ ერთი დოზა სჭირდება.