მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ავღანეთში ომი დასრულდა - „თალიბანი"

თალიბები ამბობენ, რომ ომი დასრულდა

ავღანეთის რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა" განაცხადა, რომ ავღანეთში ომი დასრულდა და ქვეყანაში მმართველობის ფორმა უახლოეს მომავალში იქნება განსაზღვრული. ამის შესახებ Aljazeera იუწყება.

ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში „თალიბანის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი ქვეყნის მოქალაქეების და დიპლომატიური მისიების უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.

„ჩვენ მზად ვართ უზრუნველვყოთ დიპლომატიური მისიების უსაფრთხოება. მზად ვართ ავღანეთში მყოფ ყველა პირთან დიალოგი ვაწარმოოთ. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მშვიდობა და სტაბილურობა იყოს უზრუნველყოფილი“ - აცხადებენ თალიბები.

შეგახსენებთ, რომ ელვისებური შეტევის შედეგად თალიბანმა სულ რაღაც ერთ თვეში მთელი ავღანეთის ტერიტორია დაიკავა. 15 აგვისტოს კი მათ ქაბულიც აიღეს. ავღანეთის ხელისუფლება ქვეყნიდან გაიქცა.

იხილეთ აგრეთვე:

🔅 თალიბანი: ავღანეთში მალე ნორმალური ცხოვრება აღდგება და ის წინაზე უკეთესი იქნება

🔅 „ბაიდენი უნდა გადადგეს იმის გამო, რაც ავღანეთში დაუშვა“ - დონალდ ტრამპი

🔅 „პაკისტანი, ჩინეთი, რუსეთი და ინდოეთი! აი, მთავარი დაინტერესებული ქვეყნები“ - დემურ გიორხელიძე ავღანეთზე