მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ბაიდენი უნდა გადადგეს იმის გამო, რაც ავღანეთში დაუშვა“ - დონალდ ტრამპი

აშშ-ს პრეზიდენტი

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „თალიბანის“ მიერ ავღანეთის დაკავების გამო, მოქმედი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის გადადგომას ითხოვს.

„რაც ჯო ბაიდენმა გააკეთა ავღანეთთან მიმართებით, გაუგონარი იყო. ეს არის ერთ-ერთი უდიდესი მარცხი ამერიკის ისტორიაში! დროა ჯო ბაიდენი სამარცხვინოდ გადადგეს იმის გამო, რაც ავღანეთში დაუშვა“, - აღნიშნა ტრამპმა.

ჯო ბაიდენის გადადგომის მიზეზებად მან, ასევე, დაასახელა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების უზარმაზარი ზრდა, სასაზღვრო კატასტროფა, ენერგეტიკული დამოუკიდებლობის განადგურება და ეკონომიკის რღვევა.

შეგახსენებთ, რომ 15 აგვისტოს „თალიბანმა“ ავღანეთის დედაქალაქი ქაბული დაიკავა. ავღანეთის პრეზიდენტმა ქვეყანა დატოვა.

თალიბანის ამბები სრულად

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „სისხლის ღვრის თავიდან ასაცილებლად სჯობდა ქვეყნიდან წასვლა“ - აშრაფ ღანი

👉 თალიბანი ქაბულში შევიდა - უახლესი ამბები (Live)

👉 ქწბორის ჯონსონი: დასავლეთმა უნდა იმუშაოს ავღანეთზე (ვიდეო)