მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ავსტრიამ „სინოფარმით“ ვაქცინირებული ვიზიტორებისთვის კარანტინი გააუქმა

ავსტრია კარანტინს ხსნის

„სინოფარმით", BioNtech / Pfizer, Moderna, Johnson & Johnson და AstraZeneca-ით ვაქცინირებული პირებისთვის ავსტრიამ სავალდებულო 10-დღიანი კარანტინი გააუქმა. ამის შესახებ austria.org იუწყება.

„კორონავირუსის გამოჯანმრთელების შესახებ ცნობის, ანტისხეულებზე ტესტის ან ვაქცინაციის ცნობის წარდგენის შემთხვევაში ვიზიტორები სავალდებულო კარანტინისგან გათავისუფლდებიან. საუბარია BioNtech / Pfizer, Moderna, Johnson & Johnson, AstraZeneca-ს და „სინოფარმით" ვაქცინირებულ პირებზე“ - წერია ავსტრიის მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე.

იმ ადამიანებმა, ვისაც არც ვაქცინაციის, არც ვირუსის გადატანის ცნობა არ ექნებათ, ვალდებულები არიან ავსტრიაში ჩასვლამდე PCR ტესტი ჩაიტარონ და ჩასვლის შემდეგ 10-დღიანი სავალდებულო კარანტინი გაიარონ.

ცნობა ინგლისურ ან გერმანულ ენებზე უნდა იყოს შედგენილი.