მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დღეიდან ევროკავშირში ციფრული კოვიდსერტიფიკატების სისტემა ამოქმედდა

დღეიდან ევროკავშირში და შენგენის ზონაში ციფრული კოვიდსერტიფიკატების სისტემა ამოქმედდა

დღეიდან ევროკავშირში და შენგენის ზონაში ციფრული კოვიდსერტიფიკატების სისტემა ამოქმედდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

ევროპული სერტიფიკატები იქნება სამი სახის - კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დამადასტურებელი, უარყოფითი ტესტის ან დაავადების გამოჯანმრთელების დამადასტურებელი. სერტიფიკატები QR-კოდს შეიცავს და უფასოა.

სერტიფიკატი ციფრულ და ბეჭდურ ფორმატში იქნება ხელმისაწვდომი.

კორონავირუსით დაავადებულ პირებს სერტიფიკატის მიღება PCR დადებითი ტესტიდან მინიმუმ 11 დღის შემდეგ შეეძლებათ. ის ძალაში იქნება 180 დღის განმავლობაში. ანტისხეულებზე სერტიფიკატის გაცემა ჯერ არ განიხილება.

სერტიფიკატები ძალაშია 31 ქვეყანაში: ევროკავშირის 27 ქვეყანაში, ასევე ისლანდიაში, ლიხტენშტაინში, ნორვეგიასა და შვეიცარიაში, რომლებიც არ არიან ევროკავშირის ნაწილი, მაგრამ შენგენის ზონის ნაწილია.

უმეტესობამ ციფრული სერტიფიკატების გაცემა უფრო ადრეც დაიწყო. ევროკომისიის თანახმად, შვიდი ქვეყანა ჯერ კიდევ არ შეუერთდა სერტიფიკატების შემოწმების ერთიან სისტემას, მაგრამ ამისათვის ტექნიკურად მზად არის.

სერტიფიკატის მიღება შესაძლებელია როგორც ციფრული, ასევე ქაღალდის ფორმით. პირველ შემთხვევაში, მისი გამოსაყენებლად საჭიროა ცალკე აპლიკაციის ჩამოტვირთვა. თითოეული ევროკავშირი ან შენგენის ქვეყანა ქმნის საკუთარ პროგრამას ამისათვის. გერმანიაში ამისათვის გამოიყენება ორი მობილური პროგრამა : CovPass და Corona-Warn-App.

ციფრული სისტემა შეიქმნა სერტიფიკატის ნამდვილობის დასაზუსტებლად. სერტიფიკატის მთავარი ელემენტია QR კოდი.

ევროკავშირის ქვეყნები ვერ შეძლებენ დამატებითი შეზღუდვების დაწესებას სერტიფიკატის მფლობელებისთვის, თუ ეს ზომები აუცილებელი არ არის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დასაცავად.

სერტიფიკატების მიღების უფლება მესამე ქვეყნის მოქალაქეებსაც ექნებათ, რომლებიც ლეგალურად ჩავლენ ევროკავშირის და შენგენის ზონის ტერიტორიაზე.

სერტიფიკატები „ბიონტექ/ფაიზერის“, „მოდერნას“, „ასტრაზენეკას“ და „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინებით აცრილი პირებისთვის გაიცემა. ასევე, სერტიფიკატების გაცემა იგეგმება იმ პირებისთვის, რომლებიც აცრილი არიან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ საგანგებო მოხმარებისთვის დამტკიცებული ვაქცინებით, როგორიცაა „ასტრაზენეკა ქოვიდშილდ“, „სინოფარმი“ და „სინოვაკი“.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 ჩინური ვაქცინით აცრილებს გერმანიაში შესვლა არ შეუძლიათ