მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ღმერთის წყალობით გვაქვს ვაქცინა - რომის პაპი

რომის პაპის მოწოდება

რომის პაპმა ფრანცისკემ მოუწოდა მოსახლეობას, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთონ, რათა პანდემია დასრულდეს. ამის შესახებ Reuters იუწყება.

„ღმერთის წყალობით და ბევრი ადამიანის შრომის წყალობით ჩვენ გვაქვს ვაქცინები, რომლებიც COVID19-გან გვიცავს“, - განაცხადა რომის პაპმა.

მისი თქმით, ამის შედეგად გაჩნდა პანდემიის დასრულების შესაძლებლობა, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ვაქცინა ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება და თუ ყველა ერთობლივად იმუშავებს.

„ვაქცინაცია ერთმანეთზე ზრუნვის მარტივი, მაგრამ ქმედობაუნარიანი საშუალებაა, განსაკუთრებით მათზე, ვინც ყველაზე მეტად დაუცველია. ვთხოვ უფალს, რომ ყველას შეეძლოს პატარა, მაგრამ საკუთარი წვლილი სიყვარული შეიტანოს ამ პროცესში“, - განაცხადა რომის პაპმა.

თავად რომის პაპი მარტში აიცრა და განაცხადა, რომ ეს მისი მხრიდან „ეთიკური ვალდებულება“ იყო. რომის პაპის ამჟამინდელი მოწოდება COVID Collaborative-ის ფარგლებში განხორციელდა.

იხილეთ აგრეთვე:

🔅 ანტივაქსერები ვაქცინირებული ადამიანებისგან სისხლის გადასხმაზე უარს აცხადებენ - dailymail