მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯანმომ მოზარდებისთვის BioNTech/Pfizer-ის ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა

მოზარდების აცრა

ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 12 წელზე უფროსი ადამიანებისთვის კომპანია BioNTech/Pfizer-ის ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

„ბავშვებსა და მოზარდებში, როგორც წესი, დაავადება შედარებით უფრო მარტივ ფორმაში მიმდინარეობს. ამიტომ, თუ ისინი მაღალი რისკის ჯგუფში არ შედიან, მათი ვაქცინირება შესაძლებელია, ოღონდ პრიორიტეტი მოხუც ადამიანებს, ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს და სამედიცინო პერსონალს უნდა მიანიჭონ“, - წერია ჯანმოს განცხადებაში.

ჯანმოს ახალი რეკომენდაციის მიხედვით, მაღალი რისკის 12-15 წლის მოზარდებს შეიძლება BioNTech/Pfizer-ის ვაქცინა გაუკეთონ. ჯანმოს განცხადებაშია აღნიშნულია, რომ შესაბამისი დასკვნა ექსპერტთა სტრატეგიულმა საკონსულტაციო ჯგუფმა მიიღო.