მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მაკრონმა სამედიცინო სფეროს თანამშრომელთა ვაქცინაცია სავალდებულო გახადა

ექიმების ვაქცინაცია საფრანგეთში

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სამედიცინო სფეროს თანამშრომლების ვაქცინაცია სავალდებულო გახადა. ამის შესახებ apnews.com იუწყება.

მაკრონმა ვაქცინაციისთვის ექიმებს ვადა 15 სექტემბრამდე მისცა. ასევე მან მოუწოდა მოსახლეობას აქტიურად ჩაიტაროს ვაქცინაცია, რათა ქვეყანაში პანდემია დასრულდეს და ბიზნესსაქმიანობის აღდგენა მოხდეს.

მაკრონმა ასევე მოითხოვა, რომ აუცილებელია სპეციალური COVID 19-ის საშვის გაკეთება, რომელიც რესტორანში, სავაჭრო ცენტრში წასვლის, ასევე მატარებლით ან თვითმფრინავით გადაადგილების მსურველ პირებს უნდა ჰქონდეთ. საბუთს ორჯერ ვაქცინირებულ, ვირუსისგან გამოჯანმრთელებულ, ასევე იმ პირებს ექნებათ, ვისაც ბოლო 72 საათის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხი აქვთ მიღებული.

საფრანგეთში ბოლო დღეებში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, ე.წ. ინდური, დელტა შტამი გააქტიურდა. ქვეყანაში მოსახლეობის 40% სრულად ვაქცინირებულია.