მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთთან დაკავშირებული პიარ სააგენტო Pfizer-ის ვაქცინაზე ფეიკ-ნიუსებს აქვეყნებდა

ფეიკები ფაიზერზე

საიდუმლო პიარ-სააგენტო, რომელიც რუსეთთან არის დაკავშირებული, BioNTech/Pfizer-ის ვაქცინის წინააღმდეგ დეზინფორმაციის კამპანიის ორგანიზებას ცდილობდა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

როგორც ფრანგმა ვიდეობლოგერმა ლეო გრასემ განაცხადა, მას დაუკავშირდნენ სააგენტოდან სახელად Fazze და გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ BioNTech/Pfizer-ზე ფეიკ-ინფორმაციის გავრცელება შესთავაზეს. თანაც გრასეს ვაქცინაზე უარყოფითი ინფორმაცია საკუთარ აზრად უნდა გაესაღებინა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ Fazze სხვა ბლოგერებსაც დაუკავშირდა და ანალოგიური თანამშრომლობა შესთავაზა.

ამის ნაცვლად ლეო გრასემ სააგენტოდან მოსული წერილების სქრინშოტები გამოაქვეყნა. მასთან თანამშრომლობაზე კი უარი განაცხადა.

როგორც კომპანია Fazze-ს ვებ-გვერდზე ეწერა, მისი ოფისი ლონდონში მდებარეობდა, თუმცა ჟურნალისტებმა და ბლოგერებმა ეს ინფორმაცია გადაამოწმეს და მითითებულ მისამართზე მსგავსი კომპანია ვერ აღმოაჩინეს.

ბლოგერებს აქვთ სერიოზული ეჭვი, რომ კომპანია რუსეთთან არის დაკავშირებული. ამ ეჭვს ისიც ამძაფრებს, რომ რუსეთთან დაკავშირებული ჰაკერები ბოლო დროს არაერთ კიბერშეტევასთან იყვნენ დაკავშირებულები.