მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვაქცინები კორონავირუსის ყველა შტამის მიმართ ეფექტიანია - BBC

ვაქცინები შტამების მიმართ ეფექტიანია

მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ვაქცინები კორონავირუსის ყველა ცნობილი შტამის მიმართ ეფექტიანია. ამის შესახებ BBC იუწყება.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის ინდური შტამი (დელტა) უფრო გადამდებია, მისი წინააღმდეგაც ვაქცინები 90%-ით ეფექტიანია, ის პაციენტს Covid 19-ის მძიმე ფორმისგან და ლეტალური შედეგისგან იცავს.

კვლევები ორგანიზაცია Public Health England-მა ჩაატარა, რომელიც 12 აპრილიდან 4 ივნისამდე ინფიცირების სტატისტიკას სწავლობდა.

საერთო ჯამში დელტა-შტამი 14 ათას ადამიანს დაუდგინდა, რომელთა შორის ვაქცინირებული ადამიანებიც იყვნენ. მათ შორის სამედიცინო დახმარება მხოლოდ 166 ადამიანს დასჭირდა, რომელთა შორის აბსოლუტური უმრავლესობა აცრილი არ იყო.

Pfizer-ის ვაქცინის ერთი დოზით აცრის შემდეგ ადამიანის დაცულობა კორონავირუსის მძიმე ფორმისგან 94%-ს შეადგენს, ხოლო მეორე ვაქცინაციის შემდეგ ის 96%-ს უტოლდება. AstraZeneca-ს ეფექტიანობა პირველი აცრის შემდეგ 71%-ს და მეორე ვაქცინის მიღების შემდეგ 96%-ს შეადგენს.

იხილეთ აგრეთვე:

🔅 811 ინფიცირება, 672 გამოჯანმრთელება, 13 გარდაცვალება - ეპიდვითარება საქართველოში