მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„24 საათი არის ყველაზე უკეთესი, რისი გამოტანაც შემეძლო კომიტეტიდან“ - ლევან იოსელიანი

მოქალაქეების წევრი

პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარის ლევან იოსელიანის განცხადებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების კანონპროექტი ცუდ დროს და ცუდი ფორმით არის ინიცირებული, რადგან ახლა ის ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის პოზიციების დაახლოებას შეუძლებელს ხდის.

„ჩემი პოზიცია იყო და რჩება, რომ ეს არის ცუდ დროს შემოტანილი კანონპროექტი, რომელიც მნიშვნელოვნად აუარესებს უფლებების თვალსაზრისით ჩვენი მოქალაქეების უფლებებს. მაგრამ არსებობს მეორე ამბავი და ეს ამბავი ეხება იმას, ვინ აპროტესტებს ამ ყველაფერს.

დღეს, რომ ეს კანონპროექტი ასეთი სახით არის გამოტანილი, ვისი დანაშაულია თუ არა მათი, ვინც წარმოადგინა ეს კანონპროექტი. ნამდვილად არ მეხალისებოდა 8-9 საათამდე ანრი ოხანაშვილთან დისკუსია. მაგრამ მიმაჩნია, რომ თუ შემიძლია უკეთესი გამოვიტანო სხდომათა დარბაზიდან, ამისთვის მიღირს მუშაობა. 24 საათი არის ყველაზე უკეთესი, რისი გამოტანაც შემეძლო და ამაზე არავისგან კრიტიკას არ მივიღებ. მარტო რომ არ ვყოფილიყავი იმ ოთახში და სხვებიც ყოფილიყვნენ, ის 12 საათი შეიძლებოდა დაგვეტოვებინა“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა პარლამენტში.

სიტყვით გამოსვლისას მან დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს მიმართა და ისინი საკომიტეტო განხილვებში მონაწილეობის არ მიღების გამო გააკრიტიკა.

„დანარჩენ ოპოზიციას მინდა მივმართო, სად იყვნენ, როცა ეს ყველაფერი ხდებოდა. მე შევძელი ის, რომ 24 საათი ჩაიწერება და ის პოლიციელი, რომელსაც მოუწევს დანარჩენი 24 საათის დასაბუთება, კარგად დაფიქრდება უღირს თუ არა, იმ დოკუმენტის შედგენა, რომელიც საქმეს მტკიცებულებად დაერთვება“, - აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„ადამიანი 48 საათით აღმოჩნდება ციხეში, ერთი ჩვეულებრივი საბჭოთა ნორმა შემოვიღეთ“ - იაგო ხვიჩია

„ადამიანებს ციხით და ჯარიმით ვერ შეაშინებთ, უფრო მეტ პროტესტს მიიღებთ “ - ანა ნაცვლიშვილი მმართველ გუნდს