მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბადრი ჯაფარიძე: ვინც არ იქნება თანახმა, რომ ამნისტია შეეხოს, შეეძლება სასამართლოში გაასაჩივროს

ლელოს თავმჯდომარე

„ვინც არ იქნება თანახმა, რომ მას ამნისტია შეეხოს, მას შეეძლება სასამართლოში გაასაჩივროს“,- ამის შესახებ „ლელო - საქართველოსთვის“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ლელოს“ ლიდერის თქმით, დაზარალებულების თანხმობა ამნისტიასთან დაკავშირებით, აუცილებელია და მსგავსი გამოცდილება საქართველოს აქვს. მისივე განმარტებით, ის მოსაზრება, რომ ამნისტია შეეხება ყველას, ვინც რაიმე სახის დანაშაული ჩაიდინა, სიმართლეს არ შეესაბამება.

„ჩვენი პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ ამნისტია ვერ გავრცელდება ისეთ მუხლებზე, რომელიც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას, ასევე გულისხმობს პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ უკანონო ბრძანების გაცემას შეეხება - ამაზე ამნისტია ვერ გავრცელდება! ეს პოზიცია, „ქართულ ოცნებას“ გავაცანით.

ამავე დროს, ვიფქრობთ, რომ დაზარალებულების თანხმობა, ამნისტიასთან დაკავშირებით, არის საჭირო. ასეთი პრაქტიკა არსებობს საქართველოში... ის პროპაგანდა, რომ ამნისტია ეხება ყველა ადამიანს, ვინც ჩაიდინა დანაშული, მათ შორის ვინც მიაყენა ზიანი მაკო გომურს, ეს არის ტყუილი. ეს ემსახურება იმას, რომ დისკრედიტაცია მოხდეს ამ პროცესის, ეს არ მოხდება არანაირად. ამნისტია კონკრეტულ მუხლებზე გავრცელდება. ასევე, ვინც არ იქნება თანახმა ამნისტია შეეხოს, შეუძლია, სასამართლოში გაასაჩივროს“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

ამავე თემაზე:

📌სალომე სამადაშვილი: ამნისტია ვერ შეეხება იმ მუხლებს, რომლებიც კონვენციით არის დაცული