მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სალომე სამადაშვილი: ამნისტია ვერ შეეხება იმ მუხლებს, რომლებიც კონვენციით არის დაცული

სალომე სამადაშვილი პარლამენტში

„ვფიქრობ, კონკრეტულ შედეგზე საუბარი ადრეა, იმიტომ, რომ ეს იყო პირველი შეხვედრა“,- ეს განცხადება სალომე სამადაშვილმა მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.

მისი თქმით, შეთანხმდნენ, რომ ამნისტია არ შეეხება კონვენციით დაცულ მუხლებს და, შესაძლოა, ეს პუნქტი ამნისტიის კანონში ჩაიწეროს კიდევაც.

„ვფიქრობ, კონკრეტულ შედეგზე საუბარი ადრეა, იმიტომ, რომ ეს იყო პირველი შეხვედრა. თქვენ იცით, რომ გვაქვს ჩამოყალიბებული ჩვენი პოზიცია, მოვისმინეთ, როგორ ესახება ამნისტიის კანონპროექტზე მუშაობა „ქართული ოცნების“ მხარეს და დღეს იყო უფრო პოზიციების დაფიქსირება მხარეების მიერ, ვიდრე რაიმე შეთანხმებაზე საუბარი...

შეიძლება ითქვას, რომ ერთი საკითხი, რომელზეც მარტივად შევთანხმდით, ეს არის ის, რომ ამნისტია ვერ შეეხება იმ მუხლებს, რომლებიც არის კონვენციით დაცული. თუმცა, შეიძლება განვიხილოთ ამნისტიის კანონში კიდევ ერთხელ დაზუსტებით ჩაწერა, რადგან ეს სწორედ ის საკითხია, სადაც არ არის აზრთა სხვადასხვაობა“,- განაცხადა სამადაშვილმა.

ამავე თემაზე:

📌გიორგი ვაშაძე: ჯალათებზე ამნისტია არ ვრცელდება