მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ბევრი სირთული მიუხედავად, ჯანდაცვის სისტემამ არსებულ გამოწვევებს სრულად უპასუხა“ - ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე

„თანმიმდევრული ნაბიჯებითა და გონივრული გადაწყვეტილებებით, ეფექტური და დროული მენეჯმენტით აღმოვჩნდით იმ ქვეყნების სიაში, რომლებმაც საბოლოო ჯამში საკმაოდ დადებითი შეფასება მოიპოვა კოვიდ 19-ის პანდემიის მართვის შეფასების კუთხით“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. 

მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია ასევე ისიც, რომ სისტემაში ძალიან ბევრი ცვლილება შევიდა და ამ რთული პროცესის მიუხედავად ძალიან ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვალა.

„ვგულისხმობ იმ ონლაინ-კლინიკების ჩამოყალიბებას, რომელიც დღესაც ფუნქციონირებს. თავის მხრივ ისინი მოიცავენ ტელე-მედიცინის გარკვეულ კომპონენტებს. ამ კუთხით ჩვენ გვქონდა გარკვეული გეგმები, რომ შორეულ რეგიონებში ტელე-მედიცინის ინფრასტრუქტურულ გამართვაზე ვიმუშავებდით, თუმცა პანდემიიდან გამომდინარე ჩვენ ამ პროექტების განხორციელებაში გარკვეული შეფერხებები გვქონდა.

მიუხედავად ამისა, 2 აპრილიდან საქართველოში უკვე ფუნქციონირებდა ერთი ონლაინ-კლინიკა, რომელიც ტელე-მედიცინის სხვადასხვა კომპონენტის საშუალებით პაციენტებს კონსულტაციებს უტარებდა და შემდეგ უკვე ჩვენ ასევე ჩამოვაყალიბეთ სახელმწიფოს ბაზაზე არსებული 2 საკმაოდ მძლავრი ონლაინ-კლინიკა, რომლებმაც საკმაოდ დიდ დატვირთვას გაუძლეს. ჩემი აზრით, ეს იყო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც დღეს ჩვენს ჯანდაცვას პანდემიის შემდეგ მონაპოვრად დარჩა“, - აღნიშნა ტიკარაძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 270137-ს შეადგენს.