მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დღეს შარლ მიშელი საქართველოს ეწვევა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი დღეს საქართველოში ჩამოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება მან მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმების მიღწევის შემდეგ მიიღო.

მისი განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში შეხვდება პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს და სამომავლო ნაბიჯებს განიხილავს, რამაც საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობის გამყარებას უნდა შეუწყოს ხელი.

ინფორმაციისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელმოწერის ცერემონია 19 აპრილს, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

შეთანხმებას ხელს აწერენ: „გირჩი“, ზურაბ ჯაფარიძე, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, დავით ბაქრაძე, „რესპუბლიკური პარტია“, სალომე სამადაშვილი, „ქართული ოცნება“, „მოქალაქეები“.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ შარლ მიშელი: საქართველოს გაუმარჯოს!

⭕ „ეს შეთანხმება არ არის ფინალური ხაზი, არის საწყისი წერტილი საქართველოს დემოკრატიის განმტკიცებისთვის“- შარლ მიშელი

⭕ „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა შეთანხმებას ხელი მოაწერეს