მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ძვირფასო მეგობრებო „ნაციონალური მოძრაობიდან“! მინდა მოგიწოდოთ, ხელი მოაწეროთ ხელშეკრულებას“ - ევროპარლამენტარი

ანდრიუს კუბილიუსი

ვროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრებს შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერისკენ მოუწოდებს. მიმართვა მან „ტვიტერზე“ გაავრცელა.

მისი თქმით, საქართველოს ძლიერი და კონსტრუქციული საპარლამენტო ოპოზიცია სჭირდება.

„ჩემო ძვირფასო მეგობრებო საქართველოში „ნაციონალური მოძრაობიდან!“ მინდა, მოგიწოდოთ, ხელი მოაწეროთ ხელშეკრულებას და შეუერთდეთ პარლამენტს! საქართველოს სჭირდება ძლიერი და კონსტრუქციული საპარლამენტო ოპოზიცია, რომ მთავრობის კონტროლი გახდეს ეფექტური. ასე მუშაობს დემოკრატია ევროპაში! იმედი მაქვს, რომ იგივეს ვიხილავთ საქართველოში!“ - აღნიშნავს ანდრიუს კუბილიუსი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი ენმ-ს დოკუმენტზე ხელის მოწერისა და პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს

მოაწერს თუ არა ხელს ენმ შარლ მიშელის დოკუმენტს? - ნიკა მელიას განმარტება

„ვეცდებით ერთ კვირაში მივიღოთ გადაწყვეტილება“ - მელია პარტიის ოფისში მივიდა