მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვეცდებით ერთ კვირაში მივიღოთ გადაწყვეტილება“ - მელია პარტიის ოფისში მივიდა

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის ოფისში მივიდა.

როგორ მედიასთან საუბარში მელიამ აღნიშნა, დღეიდან აქტიურ კონსულტაციებს იწყებენ.

„ვფიქრობ, ვეცდებით, რომ ერთ კვირაში მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელსაც საზოგადოება ელოდება“, - აცხადებს ნიკა მელია.

ინფორმაციისთვის, 10 მაისს ნიკა მელიამ რუსთავი მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას გირაოს თანხა 40 000 ლარი ევროკავშირმა 8 მაისს ჩარიცხა, რის შემდეგადაც მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით პროკურატურამ სასამართლოს მიმართა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით აქვს წარდგენილი.

ამავე თემაზე:

✔️ ნიკა მელია: ხელისუფლებისთვის სერიოზული საფრთხე ვიქნები

✔️ „მელიას გათავისუფლებით 19 აპრილის შეთანხმების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია მიღწეული“ - ვიოლა ფონ კრამონი

✔️ მოაწერს თუ არა ხელს ენმ შარლ მიშელის დოკუმენტს? - ნიკა მელიას განმარტება