მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ეს არის ქართველი ხალხის ბრძოლის, ქართველი ხალხის თავდადებული გმირობის შედეგი“ - გოცირიძე პრემიერის გადაწყვეტილებაზე

ნაცმოძრაობის წევრი

ჩვენ მომსწრე ვართ, ივანიშვილის უკანონო რეჟიმის დემონტაჟის დასაწყისისა, ეს არის ქართველი ხალხის ბრძოლის შედეგი, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვებას  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე. 

რომან გოცირიძის განცხადებით, ეს არის ქართველი ხალხის ბრძოლის, ქართველი ხალხის თავდადებული გმირობის შედეგი.

მისი თქმით, აქ დღეს იმყოფება მთელი პოლიტიკური კლასი.

„ძალოვანი სტრუქტურები თუ კი გაბედავენ ძალის გამოყენებას ხელისუფლების ნარჩენი მოიქცევა უმძიმეს საერთაშორისო იზოლაციაში, პირადად ივანიშვილი დაექვემდებარება უმძიმეს ფინანსურ და პოლიტიკურ სანქციებს.

ის ხალხისგან მიიღებს საკადრის პასუხს და შესაბამის პროტესტს, ჩვენ კვლავ ვდგავართ აქ, კვლავ ვიცავთ ქვეყანაში დემოკრატიას, დამოუკიდებლობას, ნიკა მელიას და არ მივცემთ ხელისუფლებას იმის უფლებას, რომ უკანონო გადაწყვეტილება იქნეს აღსრულებული“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ეგახსებთ, რამდენიმე წუთის წინ გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრობიდან გადადგა.

გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრობიდან გადადგა