ეს არის ყველა ქართველი პატრიოტის პირველი ხილული გამარჯვება, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე პრემიერ-მინისტრის პოსტიდან წასვლას.
„ნათელია, რომ ეს არის მნიშვნელოვანი მაჩვენებელი იმისა, რომ „გავრილოვების რეჟიმი“ იმდენად დალპა, რომ „გავრილოვის ღამის“ ერთ-ერთი შემოქმედი უკვე ყაბულს არ არის, იყოს ამ რეჟიმის ნაწილი.
როგორც ჩანს, რეჟიმი აპირებს, ძალიან შორის წავიდეს ამ ქვეყნის ღალატში. ამ დღეებში ჩვენ პუტინმა გავრილოვის პირით შემოგვითვალა, რომ ნიკა მელია პრევენციის მიზნით უნდა დაიჭირონ.
ამ „კოლექტიურმა გავრილოვებმა“ ეს უსიტყვოდ შეასრულა. ეს არის უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი, ვინაიდან ჩვენ არ გვყავს ლეგიტიმური პარლამენტი და ახლა აღარ გვყავს მთავრობა. ეს არის ყველა ქართველი პატრიოტის პირველი ხილული გამარჯვება“, - განაცხადა ბარამიძემ.
შეგახსენებთ, რამდენიმე წუთის წინ გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრობიდან გადადგა.
აგრეთვე წაიკითხეთ: 👇
👉 „ეს არის ქართველი ხალხის ბრძოლის, ქართველი ხალხის თავდადებული გმირობის შედეგი“