მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იაგო ხვიჩია: ნიკა მელიას ციხესთან რომ დავლოდებოდი, შეიძლება ცინიკური გამოჩენილიყო

გირჩის წევრი

„ნიკა მელიას ციხესთან რომ დავლოდებოდი, შეიძლება ცინიკური გამოჩენილიყო, რადგან ჩვენ სალაპარაკო გვაქვს,“ - ამის შესახებ „გირჩის“ თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„ნიკა მელიასთან საუბრის საშუალება არ მოგვეცა, სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ დაიჭირა. რაზედაც გვქონდა სალაპარაკო, ვერ ვილაპარაკეთ. ბევრი სალაპარაკო გვაქვს და გასარკვევი გვაქვს, ძველი უხერხული სიტუაციები.

რა თქმა უნდა, მელიას პარლამენტში ველოდებით. ახლა ნიკა მელიას ციხესთან რომ დავლოდებოდი, შეიძლება ცინიკური გამოჩენილიყო, რადგან ჩვენ სალაპარაკო გვაქვს.

იცით, რომ საუბრის საშუალება არ მოგვეცა, სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ დაიჭირა და რა სალაპარაკოც გვქონდა, ვერ ვილაპარაკეთ. ბევრი სალაპარაკო გვაქვს და გასარკვევი გვაქვს, ძველი უხერხული სიტუაციები“ - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას გირაოს თანხა 40 000 ლარი ევროკავშირმა 8 მაისს ჩარიცხა, რის შემდეგადაც მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით პროკურატურამ სასამართლოს მიმართა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით აქვს წარდგენილი.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 ხელისუფლებისთვის სერიოზული საფრთხე ვიქნები

👉 „ფაქტობრივად სახურავიდან გადმომაძვრინეს, რომ ეს აურზაური მომხდარიყო“