მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ის, რომ ერთი პოლიტპატიმრით ნაკლები არის ქვეყანაში, კარგია ქვეყნის იმიჯისთვის“ - ზურა ჯაფარიძე

გირჩი -მეტი თავისუფლების ლიდერი

„ეს იყო საბოლოო ჯამში პოლიტიკურად მოტივირებული საქმე“, - ამის შესახებ პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ განაცხადა.

„ის, რომ ერთი პოლიტპატიმრით ნაკლები არის ქვეყანაში, ცხადია, კარგია ზოგადად ქვეყნის იმიჯისთვის. თუ ვინმე დაიჯერებს, რომ ევროკავშირმა სახელმწიფო გადამტრიალებელს გადაუხადა გირაო და გამოიყვანა გარეთ, ეგეთ რაღაცების შეიძლება სჯეროდეთ ალბათ ოცნების წევრებს და ოცნების ამომრჩეველს, მაგრამ თავისთავად ეგ ფაქტი მიანიშნებს იმაზე, რომ როგორ უყურებს ევროკავშირი მელიას დაპატიმრების საქმეს. ეს იყო საბოლოო ჯამში პოლიტიკურად მოტივირებული საქმე“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას გირაოს თანხა 40 000 ლარი ევროკავშირმა 8 მაისს ჩარიცხა, რის შემდეგადაც მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით პროკურატურამ სასამართლოს მიმართა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით აქვს წარდგენილი.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 ხელისუფლებისთვის სერიოზული საფრთხე ვიქნები

👉 „ფაქტობრივად სახურავიდან გადმომაძვრინეს, რომ ეს აურზაური მომხდარიყო“