მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ივანიშვილი არსად წასულა“ - ელენე ხოშტარია

ევროპული საქართველო

პოლიტიკური აქტივისტი, ყოფილი დეპუტატი ელენე ხოშტარია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას პოლიტიკიდან წასვლის შესახებ, შეურაცხმყოფელს უწოდებს და აცხადებს, რომ ის არსად მიდის, რადგან სისტემა მასზე დგას. 

ხოშტარია ამბობს, რომ ოპოზიცია ივანიშვილს დადგმულ თამაშში არც უნდა აჰყვეს.

შეურაცხმყოფელია ბიძინა ივანიშვილის წერილი ყველა მოქალაქის მიმართ. უკვე მეორედ დადგმული წასვლა. რა თქმა უნდა ის არსად წასულა. მთელი სისტემა დგას ბიძინა ივანიშვილზე.

გვთავაზობთ რაღაც თამაშს, რომელსაც არც კი უნდა შევყვეთ ოპოზიცია. მთავარი ის კი არ არის დღეს ივანიშვილმა რა თამაში დაგვიდგა, მთავარი გამოწვევაა ის პრობლემები, რომელიც უმძიმესად აწევს მოსახლეობას“, - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.

ინფორმაციისთვის, მმართველმა გუნდმა დღეს ბიძინა ივანიშვილის ვრცელი წერილი გამოაქვეყნა. ივანიშვილი ამბობს, რომ ის პოლიტიკიდან მიდის.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „ივანიშვილს ერთი სული ჰქონდა გაცლოდა პოლიტიკას“ - რამაზ საყვარელიძე

✔️ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის