მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლევან ვასაძე პოლიტიკურ ორგანიზაციას აფუძნებს

ბიზნესმენი ლევან ვასაძე]

ბიზნესმენი ლევან ვასაძე პოლიტიკაში მიდის და ახალ ორგანიზაციას - „ერი“ აფუძნებს.

როგორც პრესკონფერენციაზე ლევან ვასაძემ მედიას განუცხადა, მიღებული გადაწყვეტილების მიზეზი პერმანენტული კრიზისია, რომელიც საქართველოშია.

„პირად ჭრილში ძალიან მძიმე გადაწყვეტილება მივიღე, რომ საბოლოოდ დავემშვიდობო კერძო პირის მდგომარეობას და გადავდგა ნაბიჯი, მივიღო მონაწილეობა ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჩემი გადაწყვეტილების ძირითადი მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ ქვეყანა პერმანენტულ კრიზისშია როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად.

მე შორს ვარ იმ ამპარტავნებისგან და კადნიერებისგან, რომ ერთ რომელიმე პიროვნებას, ჩემი თავის ჩათვლით, შეუძლია ამის ყველაფრის აღმოფხვრა და ამ მდგომარეობიდან, რომელშიც ყველანი ჩავარდნილები ვართ, ჩემი აზრით, ერთად უნდა გამოვიდეთ.

მოგახსენებთ ჩემს შეხედულებებს, რა უნდა გაკეთდეს, რომ ეს ქაოსი, ერთმანეთის სიძულვილის, უიმედობის, უსამართლობის, უკანონობის, შიშის ატმოსფერო დასრულდეს და ქვეყანა საბოლოოდ გავიდეს თავისი განვითარების იმ ტრაექტორიაზე, რომელსაც ის იმსახურებს,“ - აცხადებს ლევან ვასაძე.