მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მაკო გომურის საქმეს ამნისტია არ შეეხება - ხათუნა სამნიძე

სამოქალაქო აქტივისტი

„ამნისტია არ შეეხება მაკო გომურის საქმეს“, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ მედიას განუცხადა.

„შემიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვა და ამაზე შევთანხმდით კიდევაც, რომ ამნისტია არ შეეხება მაკო გომურის საქმეს და არცერთ საქმეს, სადაც არის განზრახ სხეულის მძიმე დაზიანება.

ეს ადამიანები, ვინც ბრძანება გასცა თუ შეასრულა, ამნისტიის საშუალებით მომავალში რომ გახდნენ ცნობილები, მართლმსაჯულებას ვერ დაუძვრებიან“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

სამნიძის თქმით, ამ საკითხზე ორივე მხარე შეთანხმდა.

„ამ ნაწილში ჩვენ შევთანხმდით ორივე მხარე. ამიტომ ვამბობ, რომ ამნისტია არ შეეხება მაკო გომურის საქმეს. ხვალ ჩვენ ვასრულებთ ჩვენ ვალდებულებას. ვრეგისტრირდებით სესიაზე, რის შემდეგაც ვიხილავთ პირველ ნაბიჯს შესრულებულს და ქალბატონი პრეზიდენტი შეიწყალებს გიორგი რურუას და ამის შემდეგ იქნება სამუშაო შეხვედრები. პროცესი გრძელდება“, - აცხადებს ხათუნა სამნიძე.

ინფორმაციისთვის, მაკო გომურმა 20 ივნისის ღამეს, ანტისაოკუპაციო აქციის დროს, თვალი დაკარგა. მას დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 „მელია ახლა მორალურად აბსოლუტურად გამართულია“ - გია ხუხაშვილი