მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მელია ახლა მორალურად აბსოლუტურად გამართულია“ - გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი

ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში გია ხუხაშვილი პოლიტიკური შეთანხმების შესახებ კიდევ ერთხელ აკეთებს განცხადებას.

„პოლიტიკური შეთანხმების ენდშპილი ასე გამოიყურება:

„ქართული ოცნების“ მხრიდან ამნისტიის ლობირება ნიშნავს, რომ ამნისტია მათ საკუთარი დანაშაულის დასაფარად სჭირდებოდათ და არა მელიას გასათავისუფლებლად.

ხელმომწერი ოპოზიციის მხრიდან რაიმე კომპრომისზე წასვლა ისეთ საქმეებზე, სადაც დაზარალებული არსებობს პოლიტიკური სუიციდის ტოლფასი იქნება.

მელია ახლა მორალურად აბსოლუტურად გამართულია. როგორც არ უნდა დასრულდეს ეს პარტია, ვერავინ გაიშვერს მისკენ ხელს, რომ რაიმე მორალური კომპრომისი დაუშვა.
დაველოდოთ... “, - წერს სოციალურ ქსელში გია ხუხაშვილი.

ინფორმაციისთვის, ნიკა მელიას განცხადებით, ის მზადაა, ამნისტიის კანონის გამოთხოვის შემთხვევაში, ევროკავშირის გირაოს ნაცვლად საპატიმრო დატოვოს.

ამავე თემაზე:

👉 „დღეს საკითხი ასე დგას, რომ ჯობია ოპოზიციური ერთობა შევინარჩუნოთ“ - უდუმაშვილი

👉 „მნიშვნელოვანია, ხვალ შეთანხმების შესრულება დავიწყოთ“ - სამადაშვილი

👉 „თუ ამნისტიის კანონპროექტს გაიწვევთ, ევროკავშირის გირაოს დავთანხმდები“ - მელია