მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მელიას ურჩევნია გადაიხადოს გირაო, რადგან მაკო გომურის დამსახიჩრებელი არ დარჩეს დაუსჯელი“ - გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი Pia.ge

„მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა მოვისმინოთ ნიკა მელიას და სხვა ფიგურანტების მოსაზრებები. თუ როგორ უყურებენ ისინი ამ სახით ამნისტიას და თანახმა არიან თუ არა ამაზე “- განაცხადა ექსპერტმა პოლიტიკურ საკითხებში გია ხუხაშვილმა.

ხუხაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ თვითონ დოკუმენტი რაზედაც ხელია მოწერილი, იძლევა იმის საშუალებას, რომ ამნისტიის საკითხი საერთოდ ჩაიხსნას დღის წესრიგიდან.

„მეორე კოლექტიური წერილი და განცხადება ჩვენ უნდა მოვისმინოთ დაზარალებულების მხრიდან. ისინი ეთანხმებიან თუ არა ამ ყოველივეს. ეს ორი მოსაზრება უნდა იყოს წამყვანი ამ პროცესში. არა პოლიტიკოსების მოსაზრება, რადგან „ქართულ ოცნებას“ მანდატი მეტი აქვს და მათი პროექტი გავა, რაც არ უნდა დაარეგისტრირონ, რა აზრი ექნება ამას?

თვითონ დოკუმენტი რაზედაც ხელია მოწერილი, იძლევა იმის საშუალებას, რომ ამნისტიის საკითხი საერთოდ ჩაიხსნას დღის წესრიგიდან, რადგანაც იქ გამოყენებულია ფორმულირება, „ამნისტია და ან “ სხვა მოქმედებები.

„ქართული ოცნება“ ამას კი არ დაარქმევს, რომ ჩვენი დანაშაული დავფარეთო, ისინი იტყვიან, რომ ჩვენ წყალობა გადავუგდეთ კრიმინალ მელიასო და ეს პოლიტიკურ სეგმენტზე იმუშავებს.

ხელისუფლების ამოცანა ასეთია, რომ საკუთარი დანაშაული დამალოს, მაგრამ ეს დააბრალონ რომ ამას აკეთებდა ვითომ მელიასთვის.

როდესაც ასეთი მორალური დილემის საკითხი დგება, როდესაც პოლიტიკური ამოცანა მელიას მხრიდან უკვე მიღწეულია, მე მის ადგილზე ჩავახსნევინებდი ოპოზიციას ამნისტიას და გადავიხდიდი გირაოს.

მან უნდა განაცხადოს, რომ ამ მორალურ დილემაში ურჩევნია გადაიხადოს გირაო, რადგან მაკო გომურის დამსახიჩრებელი, არ დარჩეს დაუსჯელი. მერე როგორ განვითარდება მოვლენები ეს სხვა საკითხია. რთული გზაა, მაგრამ ეს პოლიტიკური პროცესის ნაწილია და ახლა რატომ უნდა გადაუხვიოს ამ გზიდან “- განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ინფორმაციისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია გირაოს გადახდაზე კვლავ უარს აცხადებს.

იხილეთ აგრეთვე:

✔️„მაგასთან პირადად მე შეხება არ მექნება“ - ზურაბ ჯაფარიძე ამნისტიის კანონპროექტზე

✔️გია ხუხაშვილი: მელია დღეს დგას მორალური დილემის წინაშე, ეს ჭადრაკია