მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მთავარია ამნისტია არ გავრცელდეს მათზე, ვინც ხალხს ასახიჩრებდა“ - ალეკო ელისაშვილი

პარლამენტის წევრი 2021

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მიერ ამნისტიის შესახებ შემუშავებულ კანონპროექტებში დიდ განსხვავებას ვერ ხედავს, თუმცა აცხადებს, რომ ამნისტია კანონდამრღვევ სამართალდამცველებს არ უნდა შეეხოთ.

„გულახდილად რომ გითხრათ, ძალიან დიდ განსხვავებას „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის განცხადებებს შორის ვერ ვხედავ.

მთავარი პრინციპები ჩემთვის არის, რომ ამნისტია შეეხოს ყველას და ამნისტია არ უნდა გავრცელდეს იმ ადამიანებზე, ვინც ხალხს ასახიჩრებდა. ეს ორი პრინციპი გათვალისწინებულია და ეს არის შეთანხმების ნაწილი.

დანარჩენი უბრალოდ ვერ მივხვდი რაზე კამათობენ“, - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ამნისტიის შესახებ კანონპროექტი პარლამენტში დღეს უნდა დარეგისტრირდეს.

მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, ხელმოწერიდან ერთი კვირის განმავლობაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონის ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19–21 ივნისის პროტესტთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„თუ ამნისტიის კანონპროექტს გაიწვევთ, ევროკავშირის გირაოს დავთანხმდები“ - მელია

ყველაზე მძიმე დანაშაული, რომლის პატიება ხდება ამნისტიით, არის ნიკა მელიას მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაული - შალვა პაპუაშვილი

გია ხუხაშვილი: ხელისუფლების დანაშაულის ამნისტირება ქმნის სახიფათო პრეცედენტს