მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თუ ამნისტიის კანონპროექტს გაიწვევთ, ევროკავშირის გირაოს დავთანხმდები“ - მელია

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ამნისტიის კანონპროექტის გაწვევის შემთხვევაში, ევროკავშირის მიერ მისი გირაოს თანხის გადახდაზე თანახმაა.

ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

„მინდა მივმართო ჩემს მეგობრებს ოპოზიციიდან, ვინც ხელი მოაწერა შარლ მიშელის დოკუმენტს.
რუსთავის ციხის 224-ე საკნიდან, მინდა უმორჩილესად გთხოვოთ, არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ მონაწილეობა ისტორიის გადაწერის სამარცხვინო მცდელობაში, რასაც 20 ივნისის გავრილოვის ღამის ამნისტია ქვია.

არც მე და არც არავინ არ ღირს იმად, რომ ანტისაოკუპაციო აქციის სამარცხვინოდ დამრბევ დამნაშავე პოლიციელებს და ბრძანების გამცემებს მინიმალური შანსი მაინც მივცეთ, თავი დააღწიონ სამართლიან მართლმსაჯულებას.

სრულიად ცხადია, რომ „ქართული ოცნება“ ამ ამნისტიას გაავრცელებს ყველაზე და ყველაფერზე, და თქვენ რომც არ მისცეთ მას ხმა (რაშიც ეჭვი არ მეპარება), მაინც დისკრედიტებული გამოხვალთ ამ პროცესიდან. დაგაზიანებენ თქვენ, დააზიანებენ ოპოზიციურ ერთობას და დააზიანებენ ქვეყანას. სამწუხაროდ, ქართველი ხალხის თვალში, მნიშვნელოვნად დააზიანებენ მედიატორების და მათ უკან მდგომი ჩვენი მთავარი მეგობრების რეპუტაციას.

კვლავ გავიმეორებ, ახლა თუ რამეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ეს ოპოზიციური ერთობაა. არც ერთ ვითარებაში არ უნდა დავუშვათ მისი რღვევა. არ უნდა დავუშვათ ყველა მხარემ. ამიტომაც, ყველას მინდა ვთხოვო, თავი შევიკავოთ იმგვარი ქმედებებისგან, რომლებიც ამ ერთობას შეუქცევად დაზიანებას მიაყენებს. უნდა გვახსოვდეს, რომ ერთობა არის ჩვენი ერთადერთი უპირატესობა ქართული ოცნების წინააღმდეგ.

ამიტომაც, გთხოვთ თქვენ და მივმართავ დოკუმენტზე ხელმომწერ ქართულ ოცნებას:
გაითხოვეთ ამნისტიის საკითხი და მოხსენით იგი დღის წესრიგიდან ერთხელ და სამუდამოდ. თუ შეუძლებელია ამნისტია შეეხოს მხოლოდ ე.წ. გავრილოვის პროტესტანტებს, მაშინ ნუ იარსებებს ამნისტია საერთოდ. გაითხოვეთ ამნისტია, და, ამ შემთხვევაში, მე, ნიკა მელია, ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას, დავთანხმდე ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ გირაოს და ამ პირობით დავტოვო საპყრობილე“, - აცხადებს ნიკა მელია.

შეგახსენებთ, რომ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, ხელმოწერიდან ერთი კვირის განმავლობაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონის ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19–21 ივნისის პროტესტთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„პროკურატურამ სასამართლოს ნიკა მელიას გათავისუფლების მოთხოვნით უნდა მიმართოს“ - ადვოკატი

„მელიას ურჩევნია გადაიხადოს გირაო, რადგან მაკო გომურის დამსახიჩრებელი არ დარჩეს დაუსჯელი“ - გია ხუხაშვილი

„მაგასთან პირადად მე შეხება არ მექნება“ - ზურაბ ჯაფარიძე ამნისტიის კანონპროექტზე